„ფორმულას“ წამყვანები ტოვებენ – „პერსონალურმა მიზეზებმა არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი“
1746198732
ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, გაეტანო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და იმ ფეხბურთელებს შეეხო, რომლებსაც უახლოეს პერიოდში კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება უწევთ.
ფედელეს მხედველობაში სტანისლავ ლობოტკა და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა მოხვდნენ. იტალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ „ნაპოლიმ“ ამ ფეხბურთელებთან იგივე შეცდომა არ უნდა გაიმეოროს, რაც ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებით დაუშვა.
რას ამბობს ფედელე:
„იმედი მაქვს, ლობოტკასთან და ანგისასთან მიმართებით კვარაცხელიას შემთხვევა აღარ განმეორდება. მათ მალე კონტრაქტის განახლება უწევთ და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება...“