თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
16-19 აპრილს, საქართველო ისტორიაში პირველად, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ლაშა გუჯეჯიანთან სპეციალური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გუჯეჯიანი თბილისში გასამართ ტურნირსა და საქართველოს ნაკრების შესახებ საუბრობს.
ლაშა გუჯეჯიანი:
„თუ რამდენად კარგად შევძლებთ სიამაყისა და წნეხის დაბალანსებას, ეს შეჯიბრის დასრულების შემდეგ გამოჩნდება. საშინაო კედლებში, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ერთდროულად გამოწვევაცაა, წნეხიც და უდიდესი მოტივაციაც, თუმცა ჩვენნაირი გუნდისთვის მსგავსი გამოწვევების მიღება რთული არ უნდა იყოს.“
„ტურნირამდე მთავარი მიზანი გუნდის ჯანმრთელობის შენარჩუნება და იმის უზრუნველყოფა იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე ყველა წამყვან ძიუდოისტს ეასპარეზა...“