„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
1779048241
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები ახლოვდება და უცხოურ პრესაში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირებაზე აქტიურად იწერება. ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ, სტატია გამოაქვეყნა, რომელიც პარიზელთა ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა.
არის ხვიჩა კვარაცხელია ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?
„ეს არის შეკითხვა, რომელიც ყოველთვის ჩნდება, როდესაც ფეხბურთელი ყველაზე დიდ სცენაზე განსაკუთრებულად თამაშობს და ცეცხლს ანთებს: არის თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? პარი სენ-ჟერმენის ბოლო თამაშების შემდეგ ეს ნამდვილად ლეგიტიმური შეკითხვაა...“