1748980445
ომიკრონი საქართველოში დომინანტი გახდა, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, შესაძლებელია ითქვას, რომ ქვეყანაში ომიკრონი გახდა დომინანტური შტამი.
„ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ კი იმერეთი და აჭარა მოდის. მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% მოდის ომიკრონზე.თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80% არის, ხოლო რეგიონში კი 40-60%. დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დომინანტია, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც,"-აცხადებს ამირან გამყრელიძე.