ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
1762545038
პედიატრი ივანე ჩხაიძე საუბრობს „ომიკრონის“ ახალი სიმპტომის შესახებ, რომელიც ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება და კრუპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მსგავსია.
„სულ რამდენიმე დღის წინ დაემატა კიდევ განსხვავებული მყეფავი ხველა, რაც კრუპის სინდრომისთვის არის დამახასიათებელი. ესეც ომიკრონის ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: ხველა შეცვლილი ხმის ტემბრით და მყეფავი ხასიათის ხველა, რაც კრუპს ახასიათებს. როგორც ჩანს, „ომიკრონს“ ასევე აქვს შესაძლებლობა გამოიწვიოს კრუპის მსგავსი სიმპტომატიკა.
„საერთო ჯამში ამ ნიშნების ხანგრძლივობა არ არის დიდი, არის სამი-ოთხი დღე,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
1762545038
ქუთაისის გასასვლელთან მძიმე ავარია მოხდა
1762544277