ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში გამართულ კონცერტზე კომენტარს აკეთებს
1753639980
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან მორიგი პოსტი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„იმდენად მომრავლდა თანამედროვე საუკუნის პირობებში სულიერი და მეცნიერულ-ფილოსოფიური, ასევე დაფარული ეზოთერული სწავლებების რიცხვი, რომ ძალიან ჭირს გარჩევა ვინ შავია და ვინ თეთრი.
მეტსაც გეტყვით, რაც დრო გავა კიდევ მოიმატებს ეს რიცხვი, ნათქვამია ამ დროზე: ,,მომრავლდებიან ცრუ ქრისტეები.” ცრუ მქადაგებლები და სხვა …
და მაინც: როგორ უნდა ავარჩიოთ სწორი მოძღვარი, გურუ, ფსიქოლოგი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი და ა.შ.?
გეტყვით, რომ თუ სულიერი სწავლების მქადაგებელი პირი ჩავარდნილია ღვთის გმობაში, არ აღიარებს მის რწმენას, რადიკალურად გამიჯნულია წმინდა წერილისგან, ტაძრისგან, არ იღებს ჯვარს პატიოსანს, არის ფსევდო მოსიყვარულე, რადგან დღეს ყველა სიყვარულის სახელით საუბრობს, მაგრამ ცოტა თუა ასეთი, რამდენად კეთილი და მომთმენია, ასევე მიმტევებელი?
დასვით კითხვა: რამდენად ასრულებს იმ რეკომენდაციებს, რასაც თავად გასცემს?
არის კი მისი ცხოვრება ჭეშმარიტად მოწესრიგებული და ხარისხიანი? თუ მხოლოდ თეორიულად საუბრობს და ეგოს იკმაყოფილებს ცნობადობით?
ბრძნულად საუბარი ყველას მოსწონს, მაგრამ ნათქვამის შესრულებას თუ ცდილობს მაინც საკუთარ ტყავზე? ბევრი მხოლოდ საუბრობს, თანხებზეა ორიენტირებული და სხვა არაფერი …
ხომ არ იყენებს ცოდნებს ადამიანთა საზიანოდ ან უახლოვდება ბნელსაც იმისთვის რომ შედეგი მიიღოს?
როცა დიდი დაკვირვების შემდეგ ამ კითხვებზე გვექნება პასუხი, მაშინ შეიძლება მისი მოსმენა, სხვა შემთხვევაში ნაწილობრივ სიბრძნეს თუ მიიღებთ ასეთისგან, თორემ ბოლომდე მიბარება გამანადგურებელია სულისთვის“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.