VIDEO: გვესმის, რომ უღალატეს იმას, რის გამოც ეს ხალხი სხედან ციხეში. დღეს, ისინი გეუბნებიან თქვენ, რომ არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. თქვენ რას პასუხობთ? - თამარ კეკენაძის პასუხი „თავისუფალ სივრცეში“

თამარ კეკენაძე

- როდესაც თქვენს საუბრობთ, რომ მარტივად  უნდათ და დანებების პირას არიან ანუ ისინი, ვინც ვთქვათ იქით დგანან და გვესმის, რომ უღალატეს იმას, რის გამოც ეს ხალხი სხედან ციხეში. ასეთი განცხადებები გვესმის არამარტო პოლიტიკოსების მხრიდან, არამედ იმ ოჯახების მხრიდან ვისი ოჯახის წევრებიც დაკავებულები არიან თქვენ რას პასუხობთ ამ ოჯახის წევრებს?

ყველანი, რომ მოუწოდებდით ხალხს, რომ ქუჩაში გამოდით, დადექით აქ რუსთაველის გამზირზე? დღეს, ისინი გეუბნებიან თქვენ, რომ არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. მათ ხომ მოუწოდებდით, რუსთაველზე მოდითო? დღეს, ისინი მოგიწოდებენ, რომ არჩევნებში არ მიიღოთ მონაწილეობა და რას პასუხობთ? 

„გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, თამარ კეკენაძის პასუხი გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“:

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ სწორედ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს უკანონოდ ძალადობრივი რეჟიმის მიერ არიან დაპატიმრებულები და სხედან ციხეში გავათავისუფლოთ. ჩვენთვის, სწორად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით, როგორც ერთ-ერთი მშვიდობიანი გზით იმისთვის, რომ დავიწყოთ ძალიან ფართო მოძრობა პროტესტის გაფართოების. დღეს, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას ჰყავს ამომრჩეველი და ის ამომრჩეველი, ის რაოდენობა ამომრჩევლის, რომელსაც ოცნება არ იმსახურებს. რასაც ვუყურებთ, დაახლოებით 30 %-ია.