„მკაფიოდ იქნა გაჟღერებული, როგორც ჩვენი დელეგაციის, ასევე ეუთოს გენერალური მდივნის მხრიდან, რომ არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნები, არ შეიძლება მოუწოდო სახელმწიფოს არჩევნებისკენ და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფისკენ“ - მაია ბითაძე

მაია ბითაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2025 წლის ანგარიშის მიღებულ ანგარიშის შეფასებები მოჰყვა. ქართული დელეგაცია აცხადებს, რომ დოკუმენტში ნეგატიური ჩანაწერები ჯო უილსონის მოთხოვნით მოხვდა და განსხვავებული იყო ეუთოს გენერალური მდივნის პოზიცია, რომელმაც სესიაზე თქვა, რომ ოპოზიციის მხრიდან 40 პროცენტის არ გამოყენება არ იყო სამართლიანი ამომრჩეველთან მიმართებით.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე აცხადებს, რომ მკაფიოდ იქნა გაჟღერებული ეუთოს გენერალური მდივნის მხრიდან, რომ არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნები და არ შეიძლება მოუწოდო სახელმწიფოს არჩევნებისკენ და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფისკენ.

"რეზოლუციაში შეტანილი ბოლო ჩანაწერი ეს არის საქართველოს მოსახლეობისთვის და მთელი მსოფლიოსთვის უკვე კარგად ნაცნობი ჯო უილსონის ინიციატივით დაინიცირებული ჩანაწერი, რომელმაც ბუნებრივია, მოიპოვა იმ კლუბის სახელმწიფოების მხარდაჭერა, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ ძალიან დიდი უსამართლობით გამოირჩევიან. ძალიან მკაფიოდ და ცალსახად იქნა გაჟღერებული სესიის დროს, როგორც ჩვენი დელეგაციის მხრიდან, ასევე სხვა დელეგაციების მხრიდან, და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეუთოს გენერალური მდივნის მხრიდან, რომ არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნები და არ შეიძლება მოუწოდო სახელმწიფოს არჩევნებისკენ და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფისკენ, მაშინ როდესაც აქ იყო ეუთოს დელეგაცია და შვეიცარიის მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ, რომ მეორე დღეს სადამკვირვებლო მისიის ყველა წევრი ყველა სახელმწიფოდან ერთხმად შეთანხმდა, რომ არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. ასე, რომ ეს არის მორიგი მცდელობა, უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ჯო უილსონის მხრიდან, რომელმაც ისევ იმ სახელმწიფოების მხარდაჭერა მოიპოვა, რომლებიც ცდილობენ, რომ გაატარონ სწორედ ის ხაზი, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია ატარებს," - აცხადებს მაია ბითაძე.

რეზოლუციაში წერია, რომ ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შეწუხებულია ჟურნალისტების, აქტივისტების და პოლიტიკოსების დაპატიმრებებით, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში, რათა იპოვოს გამოსავალი. დეკლარაციაში არის მოწოდება ახალ და სამართლიან არჩევნებზე. ტექსტში კრიტიკასთან ერთად საუბარია მხარდაჭერაზეც- ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გააუქმოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ.ლი დამოუკიდებლობის აღიარება.