1750699583
ირანული მედია - თეირანმა ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია დაიწყო

თეირანმა ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ირანული მედიის ცნობით, ირანმა დოჰაში მდებარე ამერიკული ბაზის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
ამასთან, გავრცელებული ცნობებით, განგაშია გამოცხადებული ამერიკულ ბაზებზე ბაჰრეინსა და ქუვეითში.