წვეულება

1766265079

კომპანიამ თანამშრომელი კორპორაციულ წვეულებაზე მიუსვლელობის გამო დააჯარიმა

ტაილანდში კერძო კომპანიამ თანამშრომელი საახალწლო კორპორაციული ღონისძიების გაცდენისთვის დააჯარიმა, მას ჩამოერთვა პრემია და სხვა სანქციებიც დაუწესდა. ამის შესახებ გამოცემა The Thaiger წერს.სოციალურ ქსელებში გავრცელდა კომპანიის ხელმძღვანელობის წერილი. შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ თანამშრომელს, რომელიც სადღესასწაულო ღონისძიებას არ დაესწრო, ჩამოერთმეოდა 50 საათის სამუშაოს ანაზღაურება და წლიური პრემია. გარდა ამისა, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ თანამშრომელს 2026 წელს ხელფასის მომატებაზეც უარი ეთქვა.წერილის გამოქვეყნებამ სოციალურ ქსელებში მწვავე დისკუსია გამოიწვია. ბევრი ტაილანდელი მიიჩნევდა, რომ დასჯა ზედმეტად მკაცრი იყო და დაზარალებულს სამსახურის დატოვებისკენ მოუწოდებდა. ასევე აღინიშნებოდა, რომ კომპანიას არ აქვს უფლება, კორპორაციულ ღონისძიებაზე არდასწრების გამო ხელფასთან დაკავშირებული სანქციები გამოიყენოს.მეორე მხრივ, ზოგიერთი მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ დღესასწაულის გაფრთხილების გარეშე გაცდენა შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს, რადგან კომპანია საკვებსა და სასმელს სტუმრების განსაზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით ამზადებდა.

ამინდი

1766264480

ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს... - მეტეოროლოგი დეკემბრის ამინდზე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დეკემბრის ამინდის პროგნოზზე წერს.„გაგრძელდება მზიანი დეკემბერი საქართველოში.უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ რეგიონებში, მათ შორის სანაპიროზე, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.მართალია ახალ წელს თოვლი უხდება, მაგრამ რას ვიზამთ - წინასაახალწლოდ მზის სხივები სითბოსა და სიმშვიდეს გვჩუქნის, დეკემბერი ნათელი ფერებით გვამზადებს ახალი წლისთვის.“ - წერს მეტეოროლოგი.

ზელენსკი

1766246032

ევროპის ყველა ნაწილში საკმარისი ძალა უნდა იყოს ნებისმიერი საფრთხის საწინააღმდეგოდ და თანამედროვე დრონები თავდაცვის ნამდვილი იარაღია - ზელენსკი

ევროპის ყველა ნაწილში საკმარისი ძალა უნდა იყოს ნებისმიერი საფრთხის საწინააღმდეგოდ და თანამედროვე დრონები თავდაცვის ნამდვილი იარაღია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან ლუის მონტენეგროსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ზელენსკის ინფორმაციით, დღეს უკრაინამ და პორტუგალიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საზღვაო დრონების წარმოებასთან დაკავშირებით პარტნიორობის დამყარების შესახებ.„მას ხელი მოვაწერეთ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად, რომელიც დღეს პირველი ვიზიტით იმყოფება უკრაინაში. ეს ამჟამად ჩვენი თავდაცვის ძალისხმევის ერთ -ერთი ყველაზე პერსპექტიული სფეროა. მნიშვნელოვანია შედეგების მიღწევა. ევროპის ყველა ნაწილში საკმარისი ძალა უნდა იყოს ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგოდ და თანამედროვე დრონები თავდაცვის ნამდვილი იარაღია“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.მან პორტუგალიის მიმართ მადლიერება გამოხატა უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის (PURL) პროგრამაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც ქვეყანას ამერიკული იარაღის შეძენის საშუალებას აძლევს.„პორტუგალიამ ასევე მხარი დაუჭირა ერთობლივ ევროპულ გადაწყვეტილებას მომდევნო წლებისთვის უკრაინის ფინანსური უსაფრთხოების გარანტიის შესახებ - 90 მილიარდ ევროს უკრაინისთვის, რაც ძალიან ხელშესახებია“, - აცხადებს ზელენსკი.შეგახსენებთ, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი კიევში დღეს ჩავიდა.

ფარტენაძე

1765659693

ტემპერატურა უფრო დაიკლებს და წინ ცივი დღეები გველოდება... - მეტეოროლოგი

აქტიური ციკლონის გავლენის შედეგად, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასებს ავრცელებს საქართველოს ტერიტორიაზე - 17 დეკემბრამდე მოსალოდნელია არახელსაყრელი ამინდის პირობები - წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.„13-16 დეკემბერს, დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვლისა და ქარბუქის სახით. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი, ტალღის სიმაღლე 5 ბალი.ტემპერატურა უფრო დაიკლებს და წინ ცივი დღეები გველოდება, მაგრამ ჩვენს დიდებულ ქალაქებში თოვლი მოსალოდნელი არ არის, ითოვებს მხოლოდ ზამთრის კურორტებზე.გთხოვთ გაითვალისწინოთ პროგნოზი და მოემზადოთ ჩვეულებრივი ზამთრის პირობებისთვის.• მთაში ავტომობილით გადაადგილებისას გამოიყენეთ ზამთრის საბურავები.• გაითვალისწინეთ, რომ ხილვადობა იქნება შემცირებული.“ - წერს მეტეოროლოგი.

სანთელი

1763241278

ეკლესიაში დანთებული სანთელი შეიძლება სხვამ გამოიყენოს... - ეზოტერიკოსის გაფრთხილება

ეზოტერიკოსები ამბობენ, რომ ეკლესიაში ანთებული სანთელი, შესაძლოა, ვინმემ თავისი ცუდი განზრახვისთვის გამოიყენოს, ამიტომ სანამ ბოლომდე არ ჩაიწვება, ადგილი არ უნდა დავტოვოთ.„ეკლესიაში რომ მიდიხართ, ყველა სანთელს ანთებთ... ძალიან ბევრი რიტუალი კეთდება, ბევრი ჯადო და ყველაზე ძლიერი სანთელი ეკლესიიდან მოპარულია... თქვენ როცა აანთებთ სანთელს და მიდიხართ, შეიძლება, მოვიდეს ნებისმიერი პრაქტიკოსი და მოიპაროს... ჩემი რჩევა იქნება, როცა ეკლესიაში სანთელს ანთებთ, დაელოდეთ, ბოლომდე ჩაიწვას და მერე მშვიდად წადით. თუ დატოვეთ და ვინმემ მოიპარა, ის ყველაფერი რაც გაკეთდება, ცუდი ენერგია და ნეგატივი, თქვენზე გადმოვა“, - ამბობს ეზოტერიკოსი.

გველი

1759003781

რუსთავში ერთ-ერთ მიკრორაიონში გველი ნახეს

„ინფო რუთავი"-ს ინფორმაციით, XV მიკრორაიონში, ქუჩაში მოქალაქემ სავარაუდოდ შხამიანი გველი შენიშნა.შესაბამისი ფაქტის ამსახველი ვიდეო მოქალაქემ სოციალურ ქსელში გაავრცელა რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

წვიმა

1757190022

წვიმა, ელჭექი და სეტყვა – ხვალიდან ამინდი გაუარესდება, რამდენ ხანს გასტანს უამინდობა?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნო­ბით, 7 სექ­ტემ­ბერს, დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან 8 სექ­ტემ­ბრის დი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, დრო­გა­მოშ­ვე­ბით ზო­გან ძლი­ე­რი.მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ელ­ჭე­ქი და სე­ტყვა.”სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა წვი­მებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო ქვეყ­ნის მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა – გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს – საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შარანგია

1748196564

''ღალატი გახდა მიზეზი თქვენი გულის ტკენის?'' - რას პასუხობს თათია შარანგია მის გამომწერებს

თათია შარანგიამ გამომწერების შეკითხვებს პასუხობს.ერთ-ერთი კითხვა ღალატს ეხებოდა. „არ დავმალავდი, ეს გრძნობაც რომ განმეცადა, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი ხდება. ჩემთვის არ უღალატიათ, ანუ მესამე ადამიანზე მე არასდროს მსმენია ან მიგრძვნია. მაგრამ დამერწმუნეთ, არსებობს ამაზე დიდი ღალატიც,“ – ამბობს თათია.

მიწისძვრა

1745697611

ეკვადორში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ეკვადორის ქალაქ ესმერალდაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.მიწისძვრის შედეგად დანგრეულია და დაზიანებულია. შენობები, მათ შორის საცხოვრებელი სახლებიცეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ გააგზავნა პროვინციაში მინისტრები თავშესაფრების საკითხის მოსაგვარებლად და ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.

საბერიო ხანძარი

1736076745

ხანძრის დროს დაღუპული 5 ბავშვიდან, ყველაზე პატარა 4 თვისაა - ახალი დეტალები ტრაგედიის ადგილიდან

ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარს. ცეცხლი სოფელ საბერიოში ჩოლარიების სახლში გაჩნდა. მეხანძრე მაშველებმა ბავშვების გადარჩენა ვერ მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი ავრცელებს.აფხაზური ტელეგრამ არხების წინასწარი ინფორმაციით,, ბე­ბია გა­ზ­ქუ­რის დან­თე­ბას ნავ­თის და ბენ­ზი­ნის ნა­რე­ვით ცდი­ლობ­და, რის გა­მოც ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ყველაზე პატარა დაღუპული 4 თვისაა.შემთხვევის დროს მცირეწლოვნები ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს.

სურვილები

1736013168

რიტუალი მათთვის, ვისაც საახალწლო სურვილი ჯერ არ ჩაუფიქრებია... - ასტროლოგების რჩევა

ასტროლოგები იმ ადამიანებს, რომლებმაც საახალწლოდ სურვილების ჩაფიქრება ვერ მოახერხეს, ან ფიქრობენ, რომ ეს სწორად ვერ გააკეთეს, მანიფესტაციისკენ მოუწოდებენ.„იანვრის ბოლომდე გვაქვს დრო, რომ მანიფესტაციები გავაკეთოთ. ჩამოვწეროთ სურვილები და ვთქვათ ისე, თითქოს ეს უკვე მოხდა. ზოგადად, იანვრის ენერგიები საკმაოდ საინტერესოა. რომ დააკვირდეთ, ვინც წინა წლებში ძალიან შრომობდა, იანვარში დასვენება მოუნდათ. ვინც პასიურობდა, პირიქით, უფრო გააქტიურდნენ.2025 წლის ენერგიები ენერგეტიკული სტაბილიზაციისკენ არის მიმართული. ამიტომ, ვინც წინა წლებში ძალიან ბევრს შრომობდა, წელს უფრო მეტი დასვენების საშუალება მიეცემათ. ვინც პასიურობდა, მოუწევთ, რომ გააქტიურდნენ,“ - ამბობენ ასტროლოგები.

გლოვის ლენტი

1724009724

„ერისიონი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს.„გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს…დიდი დანაკლისია ბატონი ბესოს ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლა, როგორც მისი ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის ისე თითოეული ჩვენგანისთვის… არაერთი თბილი მოგონება და ისტორია დაგვიტოვა მან…ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ბესო ჩირიკაშვილი…ღმერთმა გაანათლოს შენი სული,“ – აღნიშნულია სამძმრის წერილში.