1780955048
მოწევა ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების ალბათობას 30-50%-ით ზრდის - კვლევა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოწევაზე უარის თქმა ხანდაზმულ ასაკშიც კი დემენციის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. კვლევის შედეგების მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებმაც მოწევა შეწყვიტეს, დემენციის რისკი აქტიურ მწეველებთან შედარებით 16%-ით ნაკლები ჰქონდათ.
მკვლევრების განცხადებით, განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყოფილ მწეველებს, რომლებმაც სიგარეტს თავი დაანებეს, დემენციის განვითარების თითქმის ისეთივე რისკი ჰქონდათ, როგორიც ადამიანებს, რომლებსაც არასდროს მოუწევიათ.
კვლევის ფარგლებში 32 000-ზე მეტი პენსიონერის მონაცემები 25 წლის განმავლობაში შეისწავლეს. ამ პერიოდში დემენციის თითქმის 6 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ანალიზმა აჩვენა, რომ არასოდეს მწეველ ადამიანებს აქტიურ მწეველებთან შედარებით დემენციის განვითარების 25%-ით ნაკლები შანსი ჰქონდათ.
მეცნიერებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც გამოავლინეს: დემენციის რისკის შემცირება განსაკუთრებით იმ ადამიანებში შეინიშნებოდა, რომლებმაც მოწევის შეწყვეტის შემდეგ წონაში საერთოდ არ მოიმატეს ან მატებამ 5 კილოგრამს არ გადააჭარბა. ამ ჯგუფში კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება დაახლოებით 20%-ით ნელა მიმდინარეობდა.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მოწევა დემენციის ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია და ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების ალბათობას 30-50%-ით ზრდის.











