ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან იქნება სიახლე
1762892292
სიმელოტის შეჩერების მცდელობებთან დაკავშირებით, იკვეთება ახალი, იმედისმომცემი კვლევის შედეგები — ახალი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება თმის აღდგენითი ზრდა 20 დღეში დაიწყოს თაგვებში. ამისათვის საჭიროა კანში, თმის ფოლიკულების გარშემო ცხიმოვანი უჯრედების სტიმულირება.
ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევა ეფუძნება უკვე დაგროვებულ ცოდნას იმის შესახებ, თუ ზოგჯერ როგორ იწვევს კანის გაღიზიანება ან დაზიანება თმის ზრდას. ჯგუფს სურდა მეტი გაერკვია, რა ხდება რეალურად და ენახა, შესაძლებელი იყო თუ არ ამ მექანიზმების გამოყენება თმის ცვენის მკურნალობაში.
„ძუძუმწოვართა უმეტესობის სხეული თმის ხშირი საფარითაა დაფარული, რომელიც პირველი დამცავი ბარიერის როლს ასრულებს. ძუძუმწოვართა დიდი ნაწილის სხეულის მეორე ბარიერის, კანის ეპიდერმული ზედაპირის გაღიზიანება ან დაზიანება უნდა იძლეოდეს პირველადი ბარიერის — თმის ხელახლa ზრდის ან აღდგენის სიგნალს“, — წერენ ბიოლოგი კან-იუ ტაი და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა სხეულის უმეტეს ნაწილში თმის ხშირი საფარი ევოლუციის დროს დაკარგეს, კლინიკური მტკიცებულება იმისა, რომ კანის ზედაპირის გაღიზიანება ან დაზიანება ჭარბი თმის ზრდას უწყობს ხელს — მიუთითებს, რომ ადამიანები რეგენერაციის ამ მნიშვნელოვან უნარს ინარჩუნებენ.
ექსპერიმენტებში, თაგვები გაპარსეს და ქიმიური კანზე მცირე დაზიანებები მიაყენეს გამაღიზიანებლების ან სიცხის გამოყენებით. ამის შემდეგ, სხვადასხვა მიკროსკოპული ვიზუალიზაციის მეთოდით, ამ დაზიანებულ ზონებში თმის ზრდა შეადარეს ჩვეულებრივ კანს.
დაადგინეს, რომ კანის გაღიზიანებამ გამოიწვია ანთება, რამაც განაპირობა შემთხვევის ადგილზე იმუნური უჯრედების, მაკროფაგების, განლაგება. ამის შემდეგ, მაკროფაგებმა სიგნალები გადასცეს ადიპოციტებს (ცხიმოვანი უჯრედები), რომ დაეწყოთ ცხიმოვანი მჟავების გამოყოფა; ეს მჟავები შეიწოვა თმის ღეროვანმა უჯრედებმა, რამაც განაპირობა თმის ხელახლს ზრდის სიგნალის წარმოქმნა.
„ვაჩვენეთ, რომ ამ კონტექსტში, ადიპოციტების აქტივაცია ხდება იმუნური უჯრედების მიერ განპირობებული ადგილობრივი ანთების შემდეგ, კანის დაზიანებით გამოწვეული უჯრედული მოვლენების ჯაჭვში“, — წერენ მკვლევრები.
მას შემდეგ, რაც ეს პროცესები წარმოიქმნა, მკვლევრებმა პირდაპირ თაგვების კანზე სცადეს იმავე ცხიმოვანი მჟავებისგან დამზადებული შრატის გამოყენება, რათა შეემოწმებინათ, შეეძლოთ თუ არა მათ ტრავმის გვერდის ავლა. ამანაც თმის ხელახლა ზრდა გამოიწვია დაახლოებით 20 დღეში.
არსებობს ერთი მთავარი წინაპირობა: მკურნალობის მეთოდი ეფექტიანია მხოლოდ მიძინების სტადიაში მყოფ თმის ფოლიკულებზე, რომლებიც კვლავ ზრდის დაწყების სიგნალს ელოდებიან. როგორც წესი, ადამიანის სკალპზე სიმელოტე ამ სტადიებს თმიდან თმამდე ცვლის — ის უფრო კომპლექსურია, ვიდრე თმის გადაპარსვა, როგორც ეს თაგვებში გააკეთეს.
თმის ღეროვანი უჯრედების გამოღვიძება არის მიდგომა თმის ცვენის მკურნალობაში, რომელიც არის უსაფრთხო, მოსახერხებელი და შედარებით სწრაფი — მაშინაც კი, თუ არსებობს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ფართოდ შეიძლება მკურნალობის გამოყენება. მკვლევრები მუშაობენ კლინიკურ ცდებზე, რათა ნახონ მუშაობს თუ არა ეს მიდგომა ადამიანებშიც.
ჯერ კიდევ ბევრი რამეა დასადგენი კანის გაღიზიანებაში ჩართული მექანიზმისა და ამაზე იმუნური სისტემის რეაგირების შესახებ — მაგალითად, ზუსტად რა განსაზღვრავს მაკროფაგების მიერ ცხიმოვანი მჟავების გამოყოფის გამოწვევას.
„მათი ბუნებრივი არსებობა და დამკვიდრებული უსაფრთხო პროფილი მიუთითებს მნიშვნელოვან პოტენციალზე მომავალში თმის ცვენის მკურნალობაზე“, — წერენ მკვლევრები.