,,იქნება ყინვა”- გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი
1762927445
დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მიუვალ კუთხეში, სამხრეთის ოკეანეში (ანტარქტიდის წყლები), მეცნიერებმა ღრმაწყლოვანი არსებების აქამდე უცნობი 30-მდე სახეობა აღმოაჩინეს. ისინი ექსპედიციამ იპოვა, რომელშიც ორგანიზაციების Nippon Foundation, Nekton Ocean Census და შმიდტის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები შედიოდნენ.
აღმოჩენილ არსებათაგან ერთ-ერთია მტაცებელი, ხორცისმჭამელი ღრუბელი (Chondrocladia$ sp. nov.), რომელსაც „სიკვდილის ბურთი“ შეარქვეს. მას სფეროსებრი ფორმა აქვს, რომელიც პატარა კაუჭებითაა დაფარული, რომლებითაც არსება ნადავლზე ნადირობს.
მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს „ზომბი-ჭიები“ (Osedax$ sp.). მათ არ აქვთ პირი და ნაწლავები. ვეშაპების და სხვა მსხვილი ხერხემლიანების ძვლებში არსებულ ცხიმებს ისინი სიმბიოზური ბაქტერიებს მეშვეობით შლიან.
ახალი სახეობების ძიება სამეცნიერო-კვლევითი გემის, Falkor-ის ფლაგმანური პროგრამის „ოკეანეების აღწერა“ ფარგლებში მიმდინარეობდა.