1747034530
„უახლოესი 3 კვირა, მეგრული კერძები წინა პლანზე წამოიწევს“ - მიხეილ ცაგარელი მიზეზს განმარტავს

უახლოესი 3 კვირა, მეგრული კერძები წინა პლანზე წამოიწევს, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს და ამის მიზეზს განმარტავს.
„უახლოესი 3 კვირა, საკვების კუთხით, არის მწარე და ცხარე გემოსი, ამიტომ, მეგრული კერძები წინა პლანზე წამოიწევს. უახლოესი 3 კვირა ორგანიზმისთვის ცხარე საკვები კარგი იქნება, ოღონდ ყველას ვთხოვ, იმდენი არ მიირთვათ, რომ მერე კოლიტი და რაღაცები დაგემართოთ.
ზოგჯერ ორგანიზმისთვის კარგია ტკბილი, ზოგჯერ მჟავე წამოიწევს წინა პლანზე, ახლა კი წინა პლანზე ცხარე გემოა.“ - განაცხადა ცაგარელმა „იმედის დღეში“.