„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
ფიტნეს ინსტრუქტორი და ზუმბას მოცეკვავე მარიამ შარმანაშვილი „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც პირადზე ისაუბრა და თქვა, რას წერენ ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელში.
„დღესდღეობით საქართველოში სიტყვის თავისუფლება დასჯადი გახდა. ამას ვერ ვეგუები. ძალიან მიჭირს. პირადშიც მწერენ ხოლმე, მარტო კომენტარებში კი არა – შეირგე შენი ბედნიერება და გაჩუმდი. ეს არის ხშირი ფრაზა პირად სივრცეშიც და კომენტარებშიც. უსამართლობებზე არ უნდა გაჩუმდე, უნდა თქვა შენი სიტყვა. საკუთარ ნაჭუჭში რომ ჩაიკეტო და მარტო შენთვის იყო ბედნიერი, ეს არ არის ბედნიერება. როცა მარტო ხარ ბედნიერი, ეს ბედნიერება სრულყოფილი არ არის. გჭირდება, რომ შენ გარშემოც იყვნენ ადამიანები ბედნიერები…“