Coldplay-ის კონცერტზე მომხდარი ინციდენტის გამო, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აღმასრულებელი დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა - კომპანიამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა

ენდი ბაიორნი

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი სამსახურიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც Coldplay-ის კონცერტზე რომანტიკულ სკანდალში გაეხვა, ვიდეო კი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ვიდეოში, რომელიც თავდაპირველად მასაჩუსეტსის შტატის ფოქსბოროში, სტადიონის გიგანტურ ეკრანზე გამოჩნდა, წყვილი ერთმანეთს ეხვევა, თუმცა ეკრანზე გამოჩენის შემდეგ კამერას ემალებიან.

Coldplay-ის წამყვანმა ვოკალისტმა, კრის მარტინმა, წყვილის დამალვის ნახვის შემდეგ, მაყურებელს უთხრა: "ან რომანი აქვთ, ან უბრალოდ ძალიან მორცხვები არიან".

TikTok-ზე გამოქვეყნებულმა თავდაპირველმა ვიდეომ მილიონობით ნახვა დააგროვა. შემდეგ ის სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა.

მომხდარიდან ორი დღის შემდეგ, კომპანიამ X-ზე დაადასტურა, რომ მისი აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი გაათავისუფლეს. Astronomer-მა განცხადება გაავრცელა:

"Astronomer-ი ერთგულია იმ ღირებულებების და კულტურის, რომლებიც ჩვენი დაარსების დღიდან გვაქვს. დირექტორთა საბჭომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება დაიწყო და დამატებითი დეტალები ძალიან მალე გვექნება,"- ნათქვამია განცხადებაში.

Astronomer-ის - 1.3 მილიარდ დოლარზე მეტად შეფასებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი დაქორწინებულია. ის ფირმას 2023 წლის შუა რიცხვებიდან ხელმძღვანელობს და მსხვილი კორპორაციებისთვის მონაცემთა ინტეგრაციის ინსტრუმენტებს ავითარებს.

წყარო: rustavi2.ge