აუქციონზე პრინცესა დაიანას უცნობი 32 წერილი გაიყიდება, რომელშიც ჩარლზთან განქორწინების პერიოდს აღწერს

დაიანა

აუქციონზე პრინცესა დაიანას აქამდე უცნობი 32 წერილი გაიყიდება, რომელშიც ლედი დი ჩარლზთან განქორწინების პერიოდს აღწერს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთ მათგანში უელსის პრინცესა წერს, :

„რომ მცოდნოდა რამდენ პრობლემასა და უბედურებას მომიტანდა ჩარლზთან განქორწინება, ამას არ ვიზამდი. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ". 

პირად წერილებში პრინცესა დაიანა საკუთარ გრძნობებსა და განცდებზე ძალიან გულწრფელად საუბრობს. 

ვარაუდობენ, რომ პრინცესა დაიანას წერილები აუქციონზე 90 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდება.