VIDEO: ქართველმა ჩოგბურთელებმა ნადალის აკადემიის ჩემპიონატზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს

ნადალის აკადემია

მალიორკაზე, ნადალის აკადემიაში მიმდინარე ჩემპიონატზე ქართველმა ჩოგბურთელებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. პირველი ადგილი გოგონათა U10 კატეგორიაში ქეთევან ჩახვაშვილმა მოიპოვა. ვაჟების U10 კატეგორიაში კი მეორე ადგილი გიორგი მოძმანაშვილს ერგო.

სამშობლოში ორი თასით დაბრუნდა ანასტასია ტვილდიანიც, რომელმაც 2010 და 2011 წლის გოგონებს შორის, ასევე პირველი ადგილი დაიკავა. ნადალის აკადემიაში ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირი ყოველწლიურად ტარდება.

ქართველ ჩოგბურთელებს წელს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად ენახათ ჩოგბურთის ლეგენდა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაეღოთ. ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში “ლეილა მესხის აკადემიის“ ჩოგბურთელები მონაწილეობდნენ.

ვრცლად ↓