VIDEO: „პირველი ვაკელი მსოფლიო ჩემპიონი“ - როგორია ნიკო შერაზადიშვილის გზა წარმატებამდე

ნიკო შერაზადიშვილი

ნიკო შერაზადიშვილი ქართული წარმოშობის ესპანელი ძიუდოისტია. ამჟამად იგი 90კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.  ნიკოსთან საქართველოდან „გასვლითი შეხვედრის“ ფარგლებში europop-ი ეწვია.

სპორტსმენი საკუთარი წარმატების გზაზე საუბრობს. 

პირველი ვაკელი მსოფლიო ჩემპიონი - ასე მოიხსენიებს წამყვანი ნიკო შერაზადიშვილს. 

„10 წლის შევედი ძიუდოზე, სამი წელი დავდიოდი, მერე უკვე აქეთ წამოვედი. აქ ბევრი ჭიდაობს, თუმცა ასეთი პოპულარული არ არის. 13-14 წლის როდესაც ვიყავი მომიწია მადრიდის ჩემპიონატზე ასპარეზობა, სადაც, მოვიგე და გავიცანი ბიჭები და მათთან ერთად დავიწყე ვარჯიში...“,- ამბობს ნიკო.