საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

რაფაელ ჩიმიშკიანი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოდან ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენის, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, ლეგენდარული ძალოსნის რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად სპორტულ საზოგადოებას“.