1763063265
რიჩარდ კოკერილმა კანადასთან მატჩისთვის „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 15 ნოემბერს ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის მეორე შეხვედრას კანადასთან გამართავს – მატჩი ბათუმის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა შემადგენლობა დაასახელა.
აშშ-ის ნაკრებთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 43:30 მოიგო, კოკერილმა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა.
პირველ ხაზში თამაშს ვანო კარკაძე და ირაკლი აფციაური იწყებენ, ხოლო ირაკლი ქვათაძე და ბექა გიგაშვილი თადარიგში იქნებიან.
უკანა ხაზში ფრთაზე დემურ თაფლაძე ითამაშებს. კანადასთან მატჩს გამოტოვებს აკაკი ტაბუცაძე – მის ნაცვლად სასტარტოში შალვა აფციაური იქნება.
თადარიგში არიან გიორგი ჯავახია და თორნიკე ჯალაღინია, რომლებიც ნაკრებს კანადასთნ მატჩს წინ შეუერთდნენ. სათადარიგოთა შორისაა ლუკა ივანიშვილიც, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ილია სპანდერაშვილმა შეცვალა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8 ბექა გორგაძე (კაპ), 9. ვასილ ლობჟანიძე.
ხაზი: 10. თედო აბჟანდაძე, 11. დემურ თაფლაძე, 12. გიორგი შველიძე, 13. გიორგი კვესელაძე, 14. შალვა აფციაური. 15 დავით ნინიაშვილი.
სათადარიგოები: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. გიორგი თეთრაშვილი, 18. ბექა გიგაშვილი, 19. გიორგიო ჯავახია, 20. ლუკა ივანიშვილი, 21. თორნიკე ჯალაღონია, 22. გელა აფრასიძე, 23. ლუკა მატკავა.
კანადათან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება და იაპონიასთან მატჩისთვის მოემზადება, რომელიც 22 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის შემადგენლობა კანადის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმაც დაასახელა:
შერკინება: 1. ემერსონ პრაიორი, 2. დევალდ კოტცე, 3. კოულ კიტი, 4. პირს ფონ დადელსენი, 5. ბარნაბი უოდელი, 6. მეისონ ფლეში, 7. ლუკას რამბოლი, 8. მეთიუ ოვორუ, 9. ჯეისონ ჰიგინსი.
ხაზი: 10. რობი პოვი, 11. ნიკ ბენი, 12. ნოა ფლეში, 13. სპენსერ ჯონსი, 14. ჯოსაია მორა, 15. პიტერ ნელსონი.
სათადარიგოები: 16. ოსტინ კრეიტონი, 17. სემ მილერი, 18. მეტ ტირნი, 19. იზაკ კელი, 20. კალუმ ბოჩარი, 21. სიონ პერი, 22. ბროკ გალაგერი, 23. კაილ ტრემბლეი.










