ოქრიაშვილს კორეული ტრანსფერი ჩაეშალა - ნახეთ მიზეზი

tornike okriashvili

თორნიკე ოქრიაშვილმა ჯეონბუკ ჰიუნდაიში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. En.yna.kr-ს ცნობით, კორეელებმა ქართველ ფეხბურთელს დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და მან გუნდის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი გაუქმდა.

 „ჩონბუკმა'“ თორნიკე ოქრიაშვილი 15 ივლისს სამედიცინო გამოკვლევის  ჩატარებამდე დაიმატა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მისი მონაცემები კლუბის მოთხოვნებს არ შეესაბამება. ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაწყვეტამდე შევთანხმდით. ქომაგებს ბოდიშს ვუხდით, რომლებიც მის თამაშს ელოდნენ. თორნიკეს წარმატებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ოქრიაშვილის ტრანსფერი წარუმატებელი სამედიცინო შემოწმების გამო მეორედ ჩაიშალა. 2016 წელს იგი მარსელში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მაშინაც მსგავსმა პრობლემამ იჩინა თავი.

ცნობისთვის, ოქრიაშვილი ბოლოს აპოელში თამაშობდა. 2021-22 წლების სეზონში კვიპროსელთა მაისურით ოქრიმ 27 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ოქრიაშვილის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 50 მატჩი და 13 გოლია. 13 შეგდებული ბურთით იგი ვაკო ყაზაიშვილთან ერთად მოქმედი ფეხბურთელებიდან ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.