როგორი იქნება 2026 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
1765138585
UFC-ის წლის ბოლო ღონისძიების მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება იყო. ბრძოლა “ქართველი მანქანის” მარცხით დასრულდა.
ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, დვალიშვილის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
დანა უაითი: “როდესაც ჩვენ ნიუ ჯერსიში ვიყავით და მებრძოლს ვეძებდით, მაშინ მერაბი იმ საღამოს მთავარი მოვლენა იყო. მეტ სერამ მაშინ მითხრა - “ეს ბიჭი განსაკუთრებული მოვლენაა და შენი მსოფლიოს ჩემპიონი გახდება”, საბოლოოდ, ჩვენ მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ და სერა, აბსოლუტურად, მართალი იყო. მერაბი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლია, ვინც ოდესმე შემხვედრია. უნდა ითქვას, რომ მასთან თავიდან კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ ახლა დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი - ყველაფრის გამო, რაც გააკეთა. იანთან დაპირისპირება იყო წარმოუდგენლად მაღალი დონის ბრძოლა. ახლა, რაც ნამდვილად ვიცი ის არის, რომ მერაბს დასვენება სჭირდება, ტრილოგიაზე ფიქრი ჯერ ადრეა”.