ხვიჩა კვარაცხელიამ „ნიცასთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა

ხვიჩა კვარაცხელია

 საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნიცას“ დრამატულ ბრძოლაში 1:0 აჯობა. გამარჯვების მომტან გოლში ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობდა. ქართველმა ფეხბურთელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო, მეოთხე წუთზე გონსალო რამოშს შესანიშნავი პასი გაუკეთა და მანაც თავით გაიტანა. გოლის შემდეგ თამაში არც განახლებულა და პარიზის გუნდმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 9 მატჩში ორი საგოლე პასი დაუგროვდა. „პარი სენ-ჟერმენი“ 24 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 9 ნოემბერს, „ლიონს“ ესტუმრება, თუმცა მანამდე 4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნს“ უმასპინძლებს.