ირაკლი აზაროვი ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ ითამაშებს

ირაკლი აზაროვი

საქართველოს ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ გააგრძელებს.

პორტალ Transfermarkt-ის ინფორმაციით, ბათუმის „დინამოს“ 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ სერბული ფეხბურთის გრანდი 300 ათას ევროს გადაიხდის.

2021 წლიდან ირაკლი აზაროვი ბათუმის „დინამოს“, მანამდე კი თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა.