ილია მალინინმა 7 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ილია

 ამერიკელი მოციგურავე ილია მალინინი პირველი ადამიანი გახდა, ვინც ტურნირზე 7 ოთხმაგი ნახტომი უშეცდომოდ შეასრულა. ამასთან, ფიგურულ ციგურაობაში გრან-პრის ფინალში, 21 წლის სპორტსმენმა მიღებული ქულების რაოდენობით საკუთარი მსოფლიო რეკორდი 10 ქულით გააუმჯობესა და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

მან 7 ოთხმაგი ნახტომის შესრულება ამავე ტურნირზე შარშანაც სცადა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. მალინინი ერთადერთი მოციგურავეა, ვინც შეჯიბრებებზე ოთხმაგ აქსელს ასრულებს.