ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე 6 ოქროს და 1 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო

ჰენრი კუპრაშვილი

სლოვენიაში, ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე, 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა 6 ოქროს და 1 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

ჰენრი კუპრაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია ცურვაში.

ცნობილია, რომ 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიოში პირველმა „მხედრული კოლხურით“ (ოთხგან ხელფეხშეკრულმა) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში, 12 კმ.