„ფული არ აინტერესებს... დიდება და მილიონები ვერ გააფუჭებს“ - იაროვინსკი

იაროვინსკი

ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ  Sport Express-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხვიჩასთვის პრიორიტეტი ფეხბურთია და მას ფული და დიდება არ აინტერესებს. 

მახსოვს, ხვიჩას პირველი ვარჯიში „რუბინში“. ვარჯიშზე დასასწრებად წავედი, ვუყურებდი და მესმოდა, რომ ეს იყო თამაში, სისწრაფე, ბრწყინვალე დრიბლინგი, მისი „ფინტებისა“ და საფეხბურთო ხრიკების შემყურეს ყბა ჩამომივარდა. როცა ხვიჩა ბურთითაა, ის ყველაზე ბედნიერი ადამიანია მსოფლიოში. ბავშვივითაა, ფეხბურთის თამაში უყვარს.

მის პერსპექტივებზე ეჭვი არასდროს შემიტანია. ხვიჩას ფული არ აინტერესებს, მას დიდება და მილიონები ვერ გააფუჭებს.“ - ამბობს  იაროვინსკი.