იზრდება იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც მარტოხელა მშობლის სტატუსი მიენიჭებათ

მარტოხელა

იზრდება იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც მარტოხელა მშობლის სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტზე დღეს იურიდიულ კომიტეტზე იმსჯელებენ.

ამჟამად მოქმედი კანონით, მარტოხელა მშობლად ითვლება მხოლოდ ის პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე შვილი და დაბადების მოწმობაში არ არის მითითებული მეორე მშობელი. ახალი რედაქციით კი, ამ სტატუსს პირი მიიღებს მაშინაც, თუ არასრულწლოვნის რომელიმე მშობელი გარდაცვლილია ან რომელიმე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება.

დღესვე კომიტეტზე იმსჯელებენ საჯარო სამსახურის შესახებ კანონზე. საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურში სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად ჩაითვლება.