შეთანხმებული 10 ათასის ნაცვლად 200 ლარი ჩაგვირიცხეს - LOUDspeakers „გადააგდეს“

LOUDspeakers

ჯგუფი LOUDspeakers „გადააგდეს“. მიიწვიეს კონცერტზე, ამღერეს და დაპირებული ჰონორარი კი არ გადაუხადეს.

როგორც ირკვევა, მაისის მიწურულს ჯგუფს, კლუბ MUSEUM -ში ჰქონდა კონცერტი. დამკვეთს LOUDspeakers -ისთვის, კუთვნილი ჰონორარი, (რომელიც 10 ათას ლარს შეადგენდა) კონცერტიდან რამდენიმე დღეში უნდა ჩაერიცხა, თუმცა ამ დრომდე არ მომხდარა დავალიანების ანაზღაურება.

უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, „პრაიმტაიმი“ ჯგუფ LOUDspeakers დაუკავშირდა, თუმცა მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს.

ჯგუფმა განცხადება საკუთარ ფეისბუკზე რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და კონცერტის ორგანიზატორებთან მიმოწერის ფოტოც გამოაქვეყნა. „პრაიმტაიმი“ LOUDspeakers-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„28 მაისს, შაბათს, კლუბ MUSEUM-ში გვქონდა კონცერტი. თანხა უნდა ჩაერიცხათ 2-3 დღეში - მომდევნო ორშაბათს ან სამშაბათს. დამკვეთებთან ძალიან ბევრი დაკავშირების მცდელობის, ტელეფონის არ აღების შემდეგ, ერთი თვის თავზე როგორღაც შევხვდით და ითხოვეს კიდევ ერთი თვე მოგვეცითო.

გუშინ გავიდა ეგ თვეც და ისევ ტელეფონზე და შეტყობინებაზე უპასუხობის შემდეგ დღეს 200 ლარი ჩაგვირიცხეს შეთანხმებული 10 000-ის ნაცვლად. დამკვეთები, ვინც შეხვედრისას გადახდის ვალდებულება აღიარეს არიან: Goga Tvildiani #giorgijavakhishvili Update: ერთმა გადაიხადა.“ - წერია განცხადებაში.