ნუცა თოფურია სოლო კონცერტისთვის ემზადება

ნუცა

მომღერალ ნუცა თოფურიას ალბომი ახლახან „ბრავო რეკორდსმა“ გამოსცა და მალე მარჯანიშვილის თეატრში მისი სოლო კონცერტიც გაიმართება.

ნუცა ჟურნალ „სარკესთან ინტერვიუში სადებიუტო ალბომზე ლაპარაკობს:

„ყოველთვის გავიმეორებ, რომ „მხოლოდ ქართული“ იყო ჩემთვის ყველა წარმატების საწყისი. 

ახლახან „ბრავო რეკორდსმა“ გამოსცა ჩემი პირველი მუსიკალური ალბომი და კონცერტისთვისაც ვემზადები, რომელიც 26 ნოემბერს, „მარჯანიშვილის თეატრში“ ჩატარდება“. - ამბობს მომღერალი.