მონროს გარდაცვალებიდან 60 წელი გავიდა - 17 საინტერესო ფაქტი მე-20 საუკუნის სექს-სიმბოლოზე

merlin monro

ნორმა ჯინ მორტერსონი, კინო ვარსკვლავი, ჰოლივუდის სექსიმბოლო 1926 წლის 1-ელ ივნისს დაიბადა. კარიერა დაიწყო მოდელობით, მოგვიანებით, 1946 წელს ძალები კინოშიც მოსინჯა.

მერლინ მონრო არ აღიქმებოდა ნიჭიერ მსახიობად, ან მომღერლად და უხდიდნენ ძალიან მცირე საფასურს, ჰონორარს იმ კოლეგებთან შედარებით, რომლებიც, ჰოლივუდის სექსიმბოლოსაგან განსხვავებით, დავიწყებას მიეცნენ. რეალურად კი მონრო იყო საოცრად ჭკვიანი, მისი აიქიუს მაჩვენებელი იყო 168 და მსახიობი ვერ იტანდა „სულელი ქერას“ სახეს, რასაც ჰოლივუდის პროდიუსერები მას ხელოვნურად მიაწერდნენ.

ფილმები, სადაც მერლინ მონრო თამაშობდა: „ყველაფერი ევას შესახებ“; „ასფალტის ჯუნგლი“ „ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს“, „როგორ გათხოვდე მილიონერზე“, „შვიდი წლის თავზე“, „ავტობუსის გაჩერება“, „პრინცი და შოუს ვარსკვლავი გოგონა“, „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, „სიყვარულით გატაცებული“, „დაუმორჩილებლები“.

მონროს გარდაცვალებიდან ზუსტად 60 წელი გავიდა.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო და უცნობ ფაქტს ჰოლივუდის სექს- სიმბოლოდ წოდებულ მსახიობსა და მოდელზე მერლინ მონროზე ↓

1. მერილინ მონრო 1926 წელს დაიბადა და ადრეული წლების დიდი ნაწილი ბავშვთა სახლში გაატარა;

2. პირველად 16 წლის ასაკში იქორწინა, რათა ბავშვთა სახლში კვლავ დაბრუნება აერიდებინა თავიდან;

3. დედამისმა მრავალი წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა და მერილინ მონროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშიც ის იყო, რომ მასაც იგივე ბედი ეწეოდა;

4. მისი ნამდვილი სახელი და გვარი ნორმა ჯინ მორტენსონია, მერილინ მონრო კი კინოსტუდიის მოთხოვნით დაირქვა, როცა 20 წლის იყო. მას შემდეგ ის საკუთარ თავს ხშირად მესამე პირში მოიხსენიებდა და აღნიშნავდა, რომ „მერილინიც“ ერთგვარი პერსონაჟი იყო, რომლის როლსაც ასრულებდა;

5. მას მოზარდობისას მეტყველების პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ექიმმა ურჩია, რომ ჩურჩულით ესაუბრა, რაც შემდეგ მისი სავიზიტო ბარათი გახდა;

6. Bus Stop-ის მსახიობის დონ მიურეის თქმით, მერილინ მონრო გადაღებებზე იმდენად ნერვიულობდა ხოლმე, რომ სახეზე მოულოდნელად გამონაყარი უჩნდებოდა, რის გამოც გრიმიორს მუდმივად უწევდა მაკიაჟით მათი დაფარვა;

7. მერილინი ელა ფიცჯერალდის დიდი ფანი იყო. ამას ცხადყოფს ის ფაქტი, რომ მან ერთ-ერთი დიდი კლუბის მეპატრონე დაარწმუნა, რათა ფიცჯერალდისთვის სცენა დაეთმოთ, რითიც ამ ჯაზმუსიკოსს შესაძლებლობა ექნებოდა, რომ გაცილებით მეტი მსმენელი შეეძინა;

8. მისი ერთ-ერთი მეგობრის, შელი უინტერსის თქმით, ალბერტ აინშტაინი ერთ-ერთი ის კაცი იყო, რომელთანაც მერილინ მონროს "გართობისთვის" სურდა სექსი;

9. მსახიობის მომავალ ქმარს, სცენარისტ არტურ მილერს კომუნისტებთან კავშირში ადნაშაულებდნენ, თუმცა მონრომ თავისი კარიერა გარისკა და საყვარელ ადამიანს მხარი დაუჭირა ბოლომდე, რითიც მილერი ციხეს გადაარჩინა;

10. არტურ მილერთან ქორწინებისას მან იუდაიზმი მიიღო;

11. ფრენკ სინატრამ მას ძაღლი აჩუქა, რომელსაც მონრომ მაფია დაარქვა;

12. არტურ მილერთან გაშორების შემდეგ მერილინ მონრო ფსიქიატრის მეთვალყურეობით ინსომნიასა და შფოთვას ებრძოდა;

13. გარდაცვალებამდე ქონების 25% ანდერძით თავის ფსიქიატრს, მერილინ კრისს დაუტოვა, რათა თავისი სამედიცინო საქმის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდა;

14. როცა მერილინ მონრო გარდაიცვალა, მისი სახლის ბიბლიოთეკაში ოთხასამდე წიგნი იყო, მათ შორის ჯეიმს ჯოისის ულისე და ფიოდორ დოსტოევსკის დანაშაული და სასჯელი;

15. მერილინ მონროს საფლავზე მის მეორე ქმარს, ჯო დიმაჯოს 20 წლის განმავლობაში კვირაში ორჯერ ვარდები მიჰქონდა. მანვე დაგეგმა მსახიობის გასვენების ცერემონია, სადაც არ დაუშვა მონროს პროდიუსერები და სხვა ხელმძღვანელები, რადგან ფიქრობდა, რომ სწორედ მათ მიიყვანეს მერილინი ამ მდგომარეობამდე;16. მერილინის სიკვდილის მიზეზი დღემდე უცნობია. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ის წამალდამოკიდებული იყო, მაშინ როდესაც საზოგადოების მესამე ნაწილი ფიქრობს, რომ მერლინი მოკლეს;17. ვარდისფერი კაბა, რომელშიც მერლინ მონრომ აშშ-ს პრეზიდენტის ჯონ კენედის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სიმღერა შეასრულა, 1999 წლის აუქციონზე, არც მეტი, არც ნაკლები, 1, 267 500 დოლარად გაიყიდა;