კრის ჯენერი ოჯახისთვის მავზოლეუმის აშენებას გეგმავს

კრის ჯენერი

კრის ჯენერი ოჯახისთვის მავზოლეუმის აშენებას გეგმავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, კრისს სურს ოჯახის წევრები მაშინაც ერთმანეთის გვერდით იყვნენ, როდესაც ცოცხლები აღარ იქნებიან. 

„The Kardashians“ ახალ ეპიზოდში 70 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ „დროა გადაწყდეს“, რას იზამს ოჯახი მაშინ, როცა ყველას წასვლის დრო მოვა. ამის გამო მან და 41 წლის ქალიშვილმა, ქლოე კარდაშიანმა, სასაფლაოზე შესაფერისი ადგილის შერჩევა დაიწყეს.

„რამდენადაც მსუბუქი ობსესიურ-კომპულსური აშლილობა მაქვს და მიყვარს, როცა ყველაფერი მოწესრიგებულია, როგორც ოჯახის ხელმძღვანელის, ჩემი მოვალეობაა ყველა ერთად შევყარო და ყველაფერი წინასწარ დავგეგმოთ, რათა თუ რამე მოხდება, პანიკა არ დაიწყოს,“ - განმარტა კრისმა.