ვარძიაში, ე.წ. საიდუმლო გვირაბთან ქვათაცვენა დაფიქსირდა, უსაფრთხოების მიზნით აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიკეტება

ვარძია

ვარძიაში, ე.წ. საიდუმლო გვირაბთან ქვათაცვენა დაფიქსირდა, რამაც საფეხმავლო ბილიკი დააზიანა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მისივე თქმით,  უსაფრთხოების მიზნით აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიკეტება.

„მიმდინარე წლის 27 მაისს, გამთენიისას ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, ვიზიტორთა გადასაადგილებელ ტერიტორიაზე (ე.წ. საიდუმლო გვირაბთან) ქვათაცვენა დაფიქსირდა, რამაც საფეხმავლო ბილიკი და უსაფრთხოების ჯებირი დააზიანა.

ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიკეტება. სპეციალისტები უკვე ადგილზე მუშაობენ, რათა შეაფასონ არსებული მდგომარეობა და დაიგეგმოს შემდგომი სარეაბილიტაციო სმუშაოები.გთხოვთ, ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაემორჩილოთ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა მითითებებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.