თურქეთის თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა ცხედრებს სამშობლოში გადაასვენებენ

ავიაკატასტროფის დროს დაღუპულები

თურქეთის თავდაცვის ძალების თვითმფრინავის ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ცხედრებს სამშობლოში გადაასვენებენ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბურჰანეთინ დურანმა განაცხადა.

მისი თქმით, ცხედრებს იმავე, a-400M ტიპის თვითმფრინავით გადაასვენებენ, რომლითაც საქართველოში სამძებრო-სამაშველო ეკიპაჟი გადაიყვანეს.

ამასთან, დურანის განცხადებით, მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას ოპერატიული რეაგირებისა და აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე მყოფი 20 ადამიანიდან ამ ეტაპზე 19 პირის ცხედარია აღმოჩენილი.