პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „თალიბანის“ დანაყოფმა აიღო

პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „თალიბანის“ დანაყოფმა აიღო

პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „თალიბანის“ დანაყოფმა, დაჯგუფებამ „ჯუმაათ უი აჰრარი“ აიღო. დაჯგუფების განცხადებით, აფეთქების სამიზნეები მოსამართლეები და პაკისტანელი კანონმდებლები იყვნენ და აღნიშნეს, რომ თავდასხმები გაგრძელდება, სანამ პაკისტანში შარიათის მმართველობა არ დამყარდება.

აფეთქება ისლამაბადში, სასამართლოს შენობასთან მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა. ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.