ლაგოდეხში ქალმა თავი დაიწვა

saswrafo

ლაგოდეხში ქალმა თავი დაიწვა. შემთხვევა, დღეს, 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 70 წლის ასაკის ქალმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ცოტა მოშორებით, ბენზინი გადაისხა.

საწვავის აალებით მიღებული დამწვრობებით, ქალი გარდაიცვალა.

ოჯახის წევრებისა და მეზობლებისათვის, ქალის გადაწყვეტილების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება, რომელიც მომხდარის დეტალებს არკვევს.