ბათუმში, მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - დაწყებულია გამოძიება

პოლიცია

ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, უფროსკლასელებს შორის ურთიერთშელაპარაკება ტელეფონის აქსესუარის უნებართვოდ აღების გამო დაიწყო, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ფიზიკური დაპირისპირებისას ერთმა მოსწავლემ სახის არეში დაზიანებები მიიღო.

როგორც ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.