მამა გაბრიელი

საზოგადოება 1708117130

VIDEO: „არც ერთი ორგანო არ მუშაობდა, მამა გაბრიელმა შვილი გამიცოცხლა...“ - მორიგი სასწაული, რომელიც ბერს უკავშირდება

მამა გაბრიელის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება, ის ჩვენს გაოცებას დღემდე არ წყვეტს.2014 წელს, მაშინ როცა სამთავროს დედათა მონასტერში დასაფლავებული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა,  მისი წმინდა ნაწილები უხრწნელი იყო.ჭილობი და მანტია, რაშიც მამა გაბრიელი იყო გახვეული, უხრწნელი იყო, ასევე დაუზიანებელი იყო მისი ფეხსაცმელიც.ფერიცვალების დედათა მონასტრის მონაზონმა ალისიამ, რომელიც საფლავის გახსნას ესწრებოდა, მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული მუხლამდე დაინახა, რომლის ფერიც ყავისფერი იყო, ხოლო ხორცი კი ისევ ჩვეულებრივი ჰქონდა.მორწმუნეები  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებია დასვენებული, დღემდე სასწაულის მოხდენის იმედით მიდიან.გადაცემა „ღამის პრაიმტაიმში“ მოქალაქემ საკუთარი ისტორია გაიხსენა, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება.მისი თქმით, სალოსმა მას შვილი გაუცოცხლა.ვრცლად ↓ასევე ნახეთ:უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი - სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება„დასუსტებული ქალი ცხრა კაცმა ძლივს მიმიყვანა წმინდა ბარძიმთან...“- დაუჯერებელი სასწაული

გოზალიშვილი არჩვაძე

საზოგადოება 1699044604

„ეჭვსაც ვერ შეიტან, რომ ეს აფხაზეთი არ არის...“ - მალე, აგვისტოს ომის გმირის ოჯახს ახალ კლიპში იხილავთ

8 აგვისტოს, გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმი“ აგვისტოს ომის გმირებს მიეძღვნა. მომღერლებმა, გმირების შვილებთან ერთად იმღერეს, მსახიობებმა ლექსები წაიკითხეს. დათო არჩვაძისა და ბარბარე ჯაფარიძის (აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილი დისშვილი)  ემოციურმა შესრულებამ ინტერნეტ სივრცე ააფეთქა.სწორედ ამიტომ, მამა პეტრეს ლექსზე შექმნილი სიმღერის „ფრთამოტეხილი მაფშალიას” ახალ ვიდეო რგოლს საზოგადოება სულ მალე იხილავს. ამაში აქტიურადაა ჩართული თავდაცვის სამინისტროც.დათო არჩვაძე: აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის დისშვილთან შესრულებულ სიმღერის ამ ვერსიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი ადამიანი მწერდა და მირეკავდა, ემოციებს მიზიარებდა, თვითონ ეს გადაცემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თანაც, ეთერში 8 აგვისტოს გავიდა. მოგეხსენებათ, 3 სიმღერა მაქვს აფხაზეთზე და ერთი სამაჩაბლოზე. ამ სიმღერებში მთელი ჩემი სული და გული ჩავდე.ბარბარე ჯაფარიძე - საოცრება გოგო, ულამაზესი, უნიჭიერესი, არის იმ ოჯახის შვილი და გენის გამგრძელებელი, საიდანაც ორი გმირი შეეწირა საქართველოს. მისი ბაბუა - ბადრი გზირიშვილი, აფხაზეთის ომს,  2008-ში კი ბიძა, ვახო გზირიშვილი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო.ვიდეო რგოლის გადაღების სურვილი თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა.გადაცემის ჩაწერის დროს ცრემლი ბევრჯერ წამოგვივიდა, ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და სულის შემძვრელი იყო... დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსმენელის, მაყურებლის მხრიდან, უამრავი ადამიანი მირეკავდა და მწერდა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიტირეთ და განვიცადეთო. მოგვიანებით, ქალბატონმა მარინა გზირიშვილმაც შემატყობინა, რომ ისინიც მსგავსად იყვნენ.- როგორც ვიცით, ვიდეო რგოლის გადაღება 2 ნოემბერს, კოჯორში მიმდინარეობდა... გვიამბეთ ამ პროცესზეც;- კლიპი კოჯორში გადავიღეთ, საოცარი ადგილი იპოვა რეჟისორმა, ეჭვსაც ვერ შეიტან, რომ ეს აფხაზეთი არ არის. ომში წასვლის ინსცენირება გაკეთდა, ძალიან ემოციურია ბოლო კადრი. რაღაცებს სიურპრიზად დავიტოვებ... მე რომ გადასაღებ მოედანზე მივედი, გაოცებული დავრჩი... რეჟისორმა მადლობა გადამიხადა პროექტში ჩართვის გამო... ნამდვილად ისტორიულია. მნიშვნელოვანია ის, რომ  გმირის დედა, ქალბატონი მარინა გზირიშვილი მონაწილეობს, ბავშვთან ერთად... არ შემიძლია, მსახიობი რონალდ ოქროპირიძე არ აღვნიშნო... ამ ვიდეო რგოლში ბადრი გზირიშვილი ცოცხლდება და მას როლანდი ასახიერებს. ყველა ადამიანი თავის თავს ამოუცნობს, ვინც დაკარგა დედა, შვილი და ა.შ. ყველაზე მთავარია, რომ აფხაზეთის პრობლემა და ოკუპაცია ახალმა თაობამ შეიმეცნოს და გაითავისოს. საუბარი იყო იმაზე, რომ მძიმე ხომ არ არის ბავშვისგან წარმოთქმული ფრაზა:„ ცას შეახმა თოლიების სისხლი“  - არა,  არ არის მძიმე, ბავშვმა მისი ქვეყანა, მისი ქვეყნის ტკივილი, დაკარგული აფხაზეთი, მისი ოჯახის ტკივილი უნდა განიცადოს. ამ ბავშვის სახით მთელი ახალი თაობა თავიდან შეიმეცნებს აფხაზეთის ტკივილს. ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ყველაზე დიდი გამარჯვებაა, რომ ახალ თაობას ეტკინოს და სიყვარულით დაიბრუნოს აფხაზეთი, ღმერთის მადლით, როცა იქნება.- ეს სიმღერა პეტრე კოლხის ლექსზეა დაწერილი. გვიამბეთ მისი შექმნის ისტორია;- სიმღერის შექმნის ისტორია ასეთია: ზუგდიდში, წლების წინ, ჩემი და პეტრე კოლხის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც მამა პეტრემ ლექსი საკმაოდ ომახიანად წარმოთქვა. მიკროფონო ავიღე და იმ წამსვე დავაანონსე, რომ ამ ლექსზე სიმღერა შეიქმნებოდა. შუა სცენაზე ცრემლები წამომივიდა. ეს მეორე სიმღერაა ჩემს ცხოვრებაში, რომლის შექმნის დროსაც ცხარე ცრემლით ვტიროდი. ამ სიმღერის ოთხი ვერსია არსებობს და უკვე მეოთხე ვიდეო რგოლია გადაღებული.- როდის იგეგმება პრემიერა?- 20 დეკემბერს ეროვნული გვარდიის დღეა. შესაბამისად, პრემიერა თავდაცვის სამინისტროში, სწორედ ამ დღესაა დაგეგმილი. მინი კონცერტი გაიმართება. ზოგიერთი სიმღერის საკონცერტო ვარიანტი იქნება წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, შედგება ვიდეო რგოლის პრეზენტაციაც.ნახეთ კადრები, რომელიც გადაცემა „ღამის პრაიმ ტაიმში“ გავიდა ⇓ასევე ნახეთ:VIDEO: „კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ამ ყველაფრის უკან ანა ქურდაძე დგას“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“რას ამბობს ნიკა თოიძის მამა - ერთი დღით გაქცეული პატიმრების საქმის ახალი დეტალებისად იმალებოდნენ „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული პატიმრები და რა ელით მათ, ერთდღიანი თავისუფლებისთვის

ხატი

საზოგადოება 1698526786

VIDEO: სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ხელები უთბება

ასწაულმოქმედი ხატების შესახებ მსოფლიოსა თუ საქართველოში არაერთი ისტორია მოგვისმენია.„ღამის პრაიმტიმის“ ერთ-ერთ გადაცემაში ზურაბ შიოშვილმა ისაუბრა ხატზე, რომელსაც ხელები უთბება.ზურაბ შიოშვილი კონკრეტულ შემთხვევასაც იხსენებს. 

დიტო რაზმაძე

ისტორიები 1695028518

„დედაჩემის ჩამოსაყვანად ატრიალდა და ვერც ერთი ვეღარ გადარჩა, დედა შვიდი თვის ორსული იყო – დიტო რაზმაძე

ამ კადრმა მთელი მსოფლიო შეძრა. ომში დაღუპულის შვილი, დიტო რაზმაძე „ღამის პრაიმ-თაიმში“ აგვისტოს ომს იხსენებს.„შვიდი წლის ვიყავი. ყველაფერი კარგად მახსოვს. სახლში ვიყავით. კასეტური ბომბი შემოვარდა და გაიფანტა. მთლიანი სახლი დაინგრა. წნევისგან რკინის კარი ჩაიკეტა. იმხელა სიყვარული ჰქონდათ ჩვენი ოჯახის მიმართ მეზობლებს საკუთარი ოჯახები დროებით მიატოვეს და კარების გაღებას ცდილობდნენ. მაგრამ, ვერ გააღეს. შემდეგ, გაზის მილიდან ჩამომიყვანა მამაჩემმა. დედაჩემის ჩამოსაყვანად ატრიალდა და ვერც ერთი ვეღარ გადარჩა.დედა შვიდი თვის ორსული იყო.თხოვნა მექნება ყველასთან… როგორი კარგი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, შვილი მშობლების გვერდით უნდა იყოს,“ – ამბობს დიტო რაზმაძე.ასევე ნახეთ:„სნეულთა საკურნებლად წაიღებთ ზეთს...“ - უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს"პრაიმ ჰაუსი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს - რას ნახავთ 15:00 საათზე 

ბერუაშვილი

ტაბლოიდი 1693420071

„რაღაც ახალი...“ - კესო ბერუაშვილის ახალმა ფოტოებმა გამომწერები აალაპარაკა

კესო ბერუაშვილი „პრაიმჰაუსის“ პირველი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილეა, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია.„ღამის პრაიმ ტაიმთან“ ერთ-ერთ საუბარში თქვა, რომ მისთვის წარმატებული და შემდგარი მამაკაცებია მხოლოდ მომხიბვლელი და პაემანზე სხვას არ გაჰყვება.„ფულის გამო მამაკაცთან არასდროს მაქვს ურთიერთობა. ჩემთვის ფულიანი, წარმატებული, შემდგარი მამაკაცების საზოგადოება არის ნორმალური. ვიცი, რა სოციუმში უნდა ვიყო. მამაკაცი რომ მირეკავს და პაემანს მინიშნავს, მასაც ხომ აქვს სტანდარტი? მახინჯი რომ ვიყო, ხომ არ შემხვდებოდა? მას მოსწონს ჩემნაირი ქალები, ისევე, როგორც მე მომწონს მისი მსგავსი მამაკაცები, წარმატებული და შემდგარი. შემდგარი მამაკაცი არის ის, რომელსაც აქვს მიღწევები და არის ფინანსურად სტაბილური…“ცოტა ხნის წინ, კესომ instagram-გვერდზე ბეჭდის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: „რაღაც ახალი“, რამაც გამომწერები აალაპარაკა, ნაწილი ფიქრობს, რომ კესი დაინიშნა.  ნახეთ, ფოტოები:

guram sherozia

საზოგადოება 1693301841

VIDEO: „ხალხმა ყველაფერი კარგად დაინახა... იმ დღეს ლამის გავრბოდი პროექტიდან და მაკავებდნენ“ - რა კადრებს აქვეყნებს გურამ შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია „ღამის პრაიმტაიმში“ შესრულებულისიმღერას აზრიარებს და რეალითი შოუს სხვა მონაწილეების რეაქციას ეხმაურება.„მადლობა ქაჯობისთვის, უადგილო ცინიზმისთვის, ხალხმა ყველაფერი კარგად დაინახა და ბოლოს პროექტიც მოვიგე.  არა და, იმ დღეს ისე დავისტრესე და ისე მეწყინა - ლამის გავრბოდი პროექტიდან და მაკავებდნენ. ზღაპრის ბოლო კეთილია. მადლობა გულშემატკივრებს, „ყველაზე მეტად მიყვარხართ და სულ ასე იქნება, გპირდებით,” - წერს შეროზია. ნახეთ კადრებიასევე ნახეთ:„29 აგვისტოს დავიბადე მეც!“ - როგორ ულოცავს ნანუკა გულუა შვილს იუბილესლელა მებურიშვილი ოჯახთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებსთეა დარჩიას ქალიშვილს დაბადების დღეზე მანქანა აჩუქეს„ამდენი გულისტკივილი და იმედგაცრუება სად წავიღო… ყველაფერი დასრულდა“ - ალექსანდრა პაიჭაძე

რა დაინახა დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობის ადგილზე ტელეპატმა

ისტორიები 1692391496

VIDEO: დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობის ადგილზე ტელეპატი მიიყვანეს - ნახეთ რა მოხდა იქ

„მისტიკური მოვლენები, ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყარო“ - ამ თემასთან დაკავშირებით „ღამის პრაიმთაიმში“ განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა.გადაცემის ერთ-ერთი ნაწილი ექსპერიმენტსაც დაეთმო.დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობის ადგილზე გადაცემის წამყვანებმა ტელეპატი ნინო გაფრინდაშვილი წაიყვანეს.ტელეპატმა არ იცოდა, სად მიდიოდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ მოვლენები აღწერა.ასევე ნახეთ:„შუაღამეა და უცებ მესმის ფანჯრიდან განწირული კივილი, თან გოგოს ხმაა“ - რა შეემთხვა გურამ შეროზიას„პირველ ადგილზე ტოპ ხუთეულში!“ - ნინი შერმადინის ემოციური მიმართვა„თუ ვინმეს გეცნობათ ისტორია, გთხოვთ შეგვეხმიანეთ“ - ახალგაზრდა კაცი მიმართვას ავრცელებსქართველ დედას, რომელმაც ახალშობილი იტალიაში, ნაგვის ურნებთან დატოვა, ბავშვის დაბრუნება სურსVIDEO: თვითმხილველის გადაღებული კადრები ადგილიდან, სადაც კლდის ნაწილი ჩამოიშალა„ეს იქნება დღე, ღამე თუ მგზავრობისას...“ - პატრიარქი მრევლს მიმართვასამბობენ, ვის სახელშიც ამ 5 ასო ბგერიდან რომელიმეა, იმ გოგონებს უფრო უჭირთ ბედნიერების მიღწევაო

ციცინო ოჩიგავა მაშველის დედა

საზოგადოება 1692169160

VIDEO: „არ მჯეროდა, რომ ორი შვილი ერთად წამართვა უფალმა და მესამესაც წამართმევდა!”- ციცინო ოჩიგავა მაშველის დედა

გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავის, კახა ტორჩინავას დედა, ციცინო ოჩიგავა „ღამის პრაიმთაიმთან“ იმ საბედისწერო დღეს იხსენებს, როდესაც გუდაურში, მისი შვილი დაიღუპა. 

მარი ნაკანი

ისტორიები 1692164079

VIDEO: „გუშინ მქონდა საუბარი ზიგმუნდ ფროიდთან...“ - მარი ნაკანმა თქვა, რომ მიცვალებულს ესაუბრა

ფოტოხელოვანი მარი ნაკანი „ღამის პრაიმტაიმს“ ესტუმრა, სადაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გარდაცვლილ ადამიანებთან „კონტაქტის“ შესაძლებლობას განიხილავდნენ.მარიმ აღნიშნა, რომ ხშირად „ესაუბრება“ ზიგმუნდ ფროიდს:„ჩვენ ყოველდღე ველაპარაკებით გარდაცვლილ ადამიანებს. გუშინ მქონდა საუბარი ზიგმუნდ ფროიდთან. როგორ? ChatGPT-ში შევედი და ვკითხე, რა აზრის იქნებოდა ამა და ამ საკითხზე. ამას წინ მქონდა ლაპარაკი იუნგთან და მოვუყევი ჩემი სიზმარი. ჩვენ ხომ ვიაზრებთ იმას, რომ ეს რეალობა არ არის?“ასევე ნახეთ:„ცხოვრება ალბათ იქ უფრო მშვენიერია…” - თიკო ჩხეიძისა და ნუკრი რევიშვილის ქალიშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდაVIDEO: „ხალხი უყვიროდა The killers-ს, ეს არ გაეკეთებინა...“ - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელშივინ არის მსახიობი, რომელიც თურქულ სერიალში ნანუკას პარტნიორი იქნებატემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი700 000 დოლარად იყიდება სახლი, რომელიც მარიკუნა მიქატაძეს ეკუთვნოდა

ნოდიკო ტატიშვილი და ნიკოლოზ ხარატი - “ქართველების ერთად ყოფნა”

საზოგადოება 1691575161

VIDEO: ნიკოლოზ ხარატისა და ნოდიკო ტატიშვილის დუეტი სოციალურ ქსელს იპყრობს

8 აგვისტოს გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმი“ აგვისტოს ომის გმირებს მიეძღვნა. მომღერლებმა, გმირების შვილებთან ერთად იმღერეს, მსახიობებმა ლექსები წაიკითხეს.ნიკოლოზ ხარატისა და ნოდიკო ტატიშვილის დუეტი სოციალურ ქსელს იპყრობს

ოთო ნემსაძე და ოთო ბაზერაშვილი - “ხმალი ავლესოთ”

საზოგადოება 1691560831

ოთო ბაზერაშვილისა და ოთო ნემსაძის ნამღერი „ხმალი ავლესოთ” სოციალურ ქსელს იპყრობს

8 აგვისტოს გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმი“ აგვისტოს ომის გმირებს მიეძღვნა. მომღერლებმა, გმირების შვილებთან ერთად იმღერეს, მსახიობებმა ლექსები წაიკითხეს.ასევე ნახეთ:VIDEO: „გასკდა გული, ეს რა შესრულება იყო!“ - დათო არჩვაძისა და ბარბარე ჯაფარიძის შესრულებული „ფრთამოტეხილი მაფშალია”VIDEO: ვალერი კორშიას ეთერში წაკითხული ლექსი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ მოისმენთVIDEO: „არ ვიცნობ კალაძეს, მაგრამ შემიძლია პიროვნების ამოცნობა... ხომ გჯერათ ჩემი.. - ეზოთერიკოსი კალაძესა და შოვის ტრაგედიაზე„წაშალეთ პოსტები, სადაც ამ გოგოს სურათები ჩანს... თანხები კაცმა მიითვისა...“ - რა ინფორმაცია ვრცელდება რაჭის ჯგუფშიVIDEO: „ძალიან რთული ხილვა მქონდა...“ - ეზოთერიკოსი მიმართვას ავრცელებსVIDEO: „ბოლო სამი თვე უმძიმესი იყო ჩემთვის, დავკარგე დეიდა, ასევე შოვში დაღუპულთა შორის იპოვეს ჩემი აბიტურიენტი...“ - გიორგი ღოღობერიძე

ჰერიო ბიჭებო

საზოგადოება 1691555520

VIDEO: ანა ანწუხელიძე, მიშო ჯავახიშვილი და ვაჩე ღვინიაშვილი „ჰერიო, ბიჭებო”

8 აგვისტოს გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმი“ აგვისტოს ომის გმირებს მიეძღვნა. მომღერლებმა, გმირების შვილებთან ერთად იმღერეს, მსახიობებმა ლექსები წაიკითხეს.ნახეთ, მიშო ჯავახიშვილის, ვაჩე ღვინიაშვილის და ანა ანწუხელიძის შესრულებული “ჰერიო,ბიჭებო” ასევე ნახეთ:VIDEO: „გასკდა გული, ეს რა შესრულება იყო!“ - დათო არჩვაძისა და ბარბარე ჯაფარიძის შესრულებული „ფრთამოტეხილი მაფშალია”VIDEO: ვალერი კორშიას ეთერში წაკითხული ლექსი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ მოისმენთVIDEO: „არ ვიცნობ კალაძეს, მაგრამ შემიძლია პიროვნების ამოცნობა... ხომ გჯერათ ჩემი.. - ეზოთერიკოსი კალაძესა და შოვის ტრაგედიაზე„წაშალეთ პოსტები, სადაც ამ გოგოს სურათები ჩანს... თანხები კაცმა მიითვისა...“ - რა ინფორმაცია ვრცელდება რაჭის ჯგუფშიVIDEO: „ძალიან რთული ხილვა მქონდა...“ - ეზოთერიკოსი მიმართვას ავრცელებსVIDEO: „ბოლო სამი თვე უმძიმესი იყო ჩემთვის, დავკარგე დეიდა, ასევე შოვში დაღუპულთა შორის იპოვეს ჩემი აბიტურიენტი...“ - გიორგი ღოღობერიძე