ნანა სტამბოლიშვილი

ტაბლოიდი 1701166569

„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ - ნანა სტამბოლიშვილი პირადსა და კარიერაზე

ნანა სტამბოლიშვილმა თურქეთის კინოინდუსტრიაში თავის დამკვიდრება და, რაც ყველაზე მთავარია, იქაური საზოგადოების დიდი სიყვარული. ნანუკა სტამბოლიშვილს, როგორც მოცეკვავეს, დიზაინერსა და, უბრალოდ, ძალიან კარგ და ნიჭიერ ახალგაზრდას, ბათუმში ძალიან კარგად იცნობდნენ, მაგრამ დღეს მისი სახელი საზღვრებს გასცდა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში თაყვანისმცემელთა მთელი არმია ჰყავს.თურქულ სერიალში „სხვისი შვილი“ შესრულებულმა როლმა, როგორც თურქ საზოგადოებას, ასევე სხვებს, კიდევ ერთხელ დაანახვა ქართული გენის, სულისა და ხასიათის მშვენიერება. რას შეცვლიდა ყოვლისშემძლე რომ იყოს, რომელ ქალ მსახიობთან ისურვებდა კინოში თამაშს, რომელი ქართული სიმღერა ასწავლა თურქ კოლეგებს, ვის სიყვარულს ადარებს სამოთხის სურნელს – პასუხებს გაეცანით „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან.თურქეთის კინოინდუსტრიაში ღირსეული ადგილი დაიკავეთ, ძალიან ლამაზი „ნოტებით“ შეხვედით მათ ყოველდღიურობაში და მოიპოვეთ იქაური მაყურებლის სიყვარული, ნდობა. რა აქცევს ადამიანს წარმატებულად, რა არის თქვენეული წარმატების ფორმულა?ზოგადად, წარმატება ძალიან ფართო და ზოგადი ცნებაა. ალბათ, როდესაც წარმატებაზეა საუბარი, იგულისხმება პროფესიული განვითარება, საყვარელი საქმის კეთება, ფინანსური უზრუნველყოფა, მეტი თავდაჯერებულობა, სხვების მიერ აღიარება და ა.შ. წარმატებისკენ მიმავალ გზას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. ჩემს შემთხვევაში გეტყვით, რომ ძალიან დიდი შრომა მაქვს გაწეული წარმატების მისაღწევად. აქედან გამომდინარე, ფორმულაც ამოხსნილია, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა.როგორც საკუთარი ოჯახის წევრს, ისე გგულშემატკივრობთ ქართველები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ალბათ, სწორედ ეს გრძნობაა, რაც ძალას გმატებთ და ენერგიას, არ გაჩერდეთ, მუდმივად ისწრაფოდეთ წინსვლისა და წარმატებისაკენ…არ დავიღლები ამ ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვით… როგორც მათ შემიყვარეს ოჯახის წევრივით, მეც ზუსტად ისე მიყვარს ისინი… ალბათ, ვერც კი წარმოიდგენენ, როგორ მაძლიერებს მათი გვერდით დგომა და გულშემატკივრობა. მიორმაგებენ ენერგიას, მაძლევენ იმედს იმისა, რომ წინ საუკეთესო დღეები გველის. მათთან ერთად აღვნიშნავ ხოლმე ჩემს ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯს. მართლა, როგორც ჩემი დიდი ოჯახი, ისე ვუყურებ მათ… ვეცდები გავამართლო მათი იმედები და მოლოდინები, რათა ყოველთვის იამაყონ ჩემით. ბავშვობიდან რა გენატრებათ ყველაზე მეტად…ყველაზე ბედნიერი ბავშვობა მქონდა. უდარდელი, მხიარული… უსაზღვრო სიყვარულსა და სითბოში გამზარდეს, რომელსაც დღემდე გავცემ და არ მთავრდება… ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს. მენატრება მათთან ერთად გატარებული თითოეული დღე. მენატრება ოჯახის წევრები, რომლებიც, სამწუხაროდ, გამოგვაკლდნენ.ყოვლისშემძლე რომ იყოთ…ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი, ბედნიერი და უდარდელი…მეტი დრო რომ გქონდეთ…პიანინოზე ავაწყობდი მელოდიებს…სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ…მადლობა.ასევე წაიკითხეთ:რა უნდა ვიცოდეთ აპლიკაციაზე, რომელმაც მთელი ქვეყანა ცხენზე შესვაVIDEO: დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია, რომელიც 40 წლის შემდეგ გაგრძელდა - რას ჰყვებიან ნინო და ემზარითბილისში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს

ნანუკა სტამბოლიშვილი

ტაბლოიდი 1699218053

VIDEO: „ღვთის საჩუქარია ეს ულამაზესი გოგო“ - ნანუკა სტამბოლიშვილი დოლმაბაჰჩეს სასახლეში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი სტამბოლში იმყოფება. ულამაზეს დოლმაბაჰჩეს სასახლეში გადაღებული კადრები ნანუკამ Instagram გამომწერებს გაუზიარა.გამოქვეყნებულმა ვიდეომ დიდი მოწონება, ნანუკამ კი დადებითი კომენტარები დაიმსახურა.„ეკრანზე სულ უნდა ჩანდე, სილამაზე გაქვს ღვთაება, სიტყვები ზედმეტია“, „სილამაზე, სინაზე და სიყვარული გოგო“, „ღვთაებრივი სილამაზე ხარ შენ “, „ღვთის საჩუქარია ეს ულამაზესი გოგო “, – აღნიშნავენ ნანუკას გამომწერები.           View this post on Instagram                       A post shared by nana stambolishvili (@nanuka_stambolishvili)

ნანუკა სტამბოლიშვილი

ტაბლოიდი 1698836269

„მხოლოდ ამისთვის მიღირდა...“ - რას წერს ნანუკა სტამბოლიშვილი

დიზაინერი და მოცეკვავე, ნანუკა სტამბოლიშვილი მაყურებელმა თურქული სერიალიდან შეიყვარა და უფრო ახლოს გაიცნო. ბათუმელი გოგო წელიწადზე მეტია თურქული სერიალში მთავარ როლს თამაშობს და გულშემატკივართა დიდი არმიაც შემოიკრიბა. სოციალურ ქსელში არაერთი მხარდასაჭერი ჯგუფია შექმნილი. სერიალის პარალელურად ნანუკამ მონაწილეობა მიიღო პროექტში კუნძული, სადაც ამ დრომდე რჩება. მისი მეწყვილე მოცეკვავე ერეკლე გირგვლიანი იყო, რომელიც პროექტს გამოეთიშა.პროექტიდან გასულ მეგობარზე ნანუკა სტამბოლიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. „ეს პროექტი მხოლოდ ამისთვის მიღირდა, რომ ასეთი ძამიკო შევიძინე. ჩემი ეკებეკე“,- წერს ნანუკა. ასევე ნახეთ:VIDEO: „ჩემი ოცნებაა... ვინ დაასწრებს, რომ მიყიდოს?!“ - რა კადრებს აქვეყნებს გია სურამელაშვილიგიორგი მამარდაშვილი უფრო საიმედოა, ვიდრე ლა ლიგაში მასზე ძვირად ღირებული მეკარეები - Jornadaperfecta

თაია ჭიჭინაძე

ტაბლოიდი 1697924337

„მე მართლა მჯეროდა, რომ ჩემი ფიზიკური ნაკლის გამო, მიტოვების ღირსი ვიყავი...“ - თაია ჭიჭინაძე

სოციალურ ქსელებში კრიტიკასა და ბულინგს თაია ჭიჭინაძე ეხმაურება. „მე ვარ ქალი, რომელიც მთელი ერის წინაშე მიაგდეს. ყოველ დღე უმტკიცებდნენ, რომ მსუქანი, მახინჯი და მისატოვებელი იყო. ეს მე გავიარე და ეს მე მტკიოდა. მე მართლა მჯეროდა, რომ ჩემი ფიზიკური ნაკლის გამო მიტოვების ღირსი ვიყავი. მადლობა ღმერთს, ეს დროებითი იყო და დღეს ყველაზე კარგად ვიცი საკუთარი თავის ფასი. არ არის აუცილებელი თქვენ დაგემართოთ, სხვისი ტკივილის გაზიარებაც შეიძლება. ხვალ შეიძლება შენ იყო თაია, ასე რომ კარგად დაფიქრდით,“ - წერს თაია ჭიჭინაძე.ასევე ნახეთ:„ნიღბების ჩამოხსნის დრო მოვიდა...“ - „მეჩანთე“ გულშემატკივრებს მიმართავს„როგორია ანგელოზი ჩემს წარმოსახვაში?! აი ასეთი..“ - ნანუკა სტამბოლიშვილი შვილს 11 წლის იუბილეს ულოცავსVIDEO: კახა კალაძის ჯანსაღი ცხოვრების წესი - როგორ ვარჯიშობს დედაქალაქის მერი

ნანუკა სტამბოლიშვილი

ტაბლოიდი 1697889124

„როგორია ანგელოზი ჩემს წარმოსახვაში?! აი ასეთი..“ - ნანუკა სტამბოლიშვილი შვილს 11 წლის იუბილეს ულოცავს

ქართველი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი ქალიშვილს 11 წლის იუბილეს ულოცავს. ნანუკამ სოციალური ქსელის გამომწერებს შვილის ფოტო გაუზიარა, რომელსაც თან მისალოცი ტექსტი დაურთო.„როგორია ანგელოზი ჩემს წარმოსახვაში?! აი ასეთი.. მადლობა დე, რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში “, – წერს ნანუკა სტამბოლიშვილი.

ნანუკა

ტაბლოიდი 1693858867

VIDEO: ,,ეს გოგო ძალიან ლამაზია...“ - ნანუკა სტამბოლიშვილის ახალმა ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა

თურქული სერიალის „სხვისი შვილი“ ქართველი ვარსკვლავი, ნანუკა სტამბოლიშვილი instagram გვერდზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს და გამომწერების აღფრთოვანებას იწვევს. „ნანუკა გავშტერდი“, „ჩემო დედოფალო“ „ეს გოგო ყველაზე ლამაზია“, - წერენ კომენტარებში. ნახეთ, ვიდეო:           View this post on Instagram                       A post shared by 🇬🇪nana stambolishvili ნანა (@nanuka_stambolishvili)

სათამაშოები

ჰოროსკოპი 1693689365

როგორი სათამაშო უფრო ახარებს ბავშვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზო­დი­ა­ქოს თორ­მე­ტი ნი­შა­ნი პა­ტა­რებ­ში თორ­მეტ ფსი­ქო­ტიპს გან­სა­ზღვრავს. ხოლო იმის მი­ხედ­ვით თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ნიშ­ნით მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას თქვე­ნი შვი­ლი, არამ­ხო­ლოდ სა­მო­მავ­ლო პრო­ფე­სი­ის შერ­ჩე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, არა­მედ იმის გარ­კვე­ვაც, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­ხის გა­სარ­თო­ბი და სა­თა­მა­შო ესა­ჭი­რო­ე­ბა მას გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.ვერძს - ბურ­თი, სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი, სკე­იდ­ბორ­დი.კუ­როს - სი­ლა­ში თა­მა­ში და წერ­წვა უყ­ვარს. გარ­და ამი­სა, მას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა რბი­ლი, ფუმ­ფუ­ლა სა­თა­მა­შო­ე­ბი. ტყუპს წიგ­ნე­ბი და შე­მეც­ნე­ბი­თი გა­სარ­თო­ბი იზი­დავს. კი­თხვა რომც არ იცო­დეს მა­ინც აღ­ფრთო­ვან­დე­ბა ხმო­ვა­ნი და ფე­რა­დი წიგ­ნე­ბით.კირჩხი­ბი ბავ­შვე­ბი გიჟ­დე­ბი­ან წყალ­ზე – შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­სარ­თო­ბია ზღვის გა­სა­ბე­რი აუზი ან სა­თა­მა­შო­ე­ბი. მას აკ­ვა­რე­ლის სა­ღე­ბა­ვით ხატ­ვაც მო­ე­წო­ნე­ბა.ლომს ლი­დე­რო­ბა უყ­ვარს ამი­ტომ სა­თა­მა­შოდ ხმა­ლი, შუბი, ფარი და დე­დოფ­ლუ­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი (გვირ­გვი­ნი, მან­ტია) მო­უ­მარ­ჯვეთ.ქალ­წულს ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის იდე­ა­ლუ­რი გა­სარ­თო­ბია ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის კონ­სტრუქ­ტო­რი.სას­წო­რი რო­მან­ტი­კო­სი და ეს­თე­ტია. მის­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­სარ­თო­ბი იქ­ნე­ბა სა­ო­ჯა­ხო თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის მო­წყო­ბა.მო­რი­ე­ლი ბუ­ნე­ბით ექ­სტრე­მა­ლი და იდუ­მა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია. ამი­ტომ ბი­ჭუ­ნას სა­თა­მა­შო კვად­რო­ციკ­ლი გა­ა­ხა­რებს, სუს­ტი სქე­სის მო­რი­ელს კი ჯა­დოქ­რის მან­ტია და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი.მშვილ­დო­სა­ნი ბავ­შვი უბედ­ნი­ე­რე­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს თუ მას სახ­ლში პა­ტა­რა ლეკ­ვის ყო­ლის უფ­ლე­ბას მის­ცემთ. იგი ასე­ვე კარ­გად და­კავ­დე­ბა სპორ­ტუ­ლი თა­მა­შო­ბე­ბით.თხის რქა ბავ­შვე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით თა­მა­შო­ბენ იმით, რი­თაც მათი აზ­რით დი­დე­ბი თა­მა­შო­ბენ (ჯამ-ჭურ­ჭე­ლი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი). ამი­ტომ აჩუ­ქეთ მას რა­ი­მე ისე­თი სა­თა­მა­შო რო­მე­ლიც დი­დად და სა­ჭი­როდ აგ­რძნო­ბი­ნებს თავს (მა­გა­ლი­თად სა­მე­დი­ცი­ნო ნაკ­რე­ბი, რომ­ლი­თაც პე­რი­ო­დუ­ლად "განგკურ­ნავთ").მერ­წყუ­ლი ბავ­შვი ნე­ბის­მი­ე­რი სა­თა­მა­შოს შიგ­თავ­სი­თა და მე­ქა­ნიზ­მით ინ­ტე­რეს­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი სა­თა­მა­შო რო­ბო­ტის ჩუ­ქე­ბა იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც თან მო­ა­ყო­ლებთ სა­თა­მა­შო სან­ტექ­ნი­კის ნაკ­რებს.თევზ ბავ­შვს მდი­და­რი ფან­ტა­ზი­ის უნა­რი და მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი აქვს. მას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა სა­თა­მა­შო პი­ა­ნი­ნო კა­რა­ო­კეს ფუნ­ქცი­ე­ბით. ასევე დაგაინტერესებთ:„იმედი მაქვს გავამართლებ მოლოდინებს!“ - რატომ დათანხმდა ნანუკა სტამბოლიშვილი რეალით შოუში მონაწილეობასრომელ რიცხვებში იბადებიან ყველაზე წარმატებული ადამიანები - ნახეთ, „იღბლიანი თარიღები“როდის დაიწყება სასწავლო წელი სხვადასხვა უნივერსიტეტში - თარიღები სრულად

ნანუა

ტაბლოიდი 1693654591

„იმედი მაქვს გავამართლებ მოლოდინებს!“ - რატომ დათანხმდა ნანუკა სტამბოლიშვილი რეალით შოუში მონაწილეობას

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ სექტემბრიდან ახალ მეგაპროექტს იწყებს სახელწოდებით „კუნძული“.ცნობილია, რომ რეალითი შოუს ერთ-ერთი მონაწილე, მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი იქნება.„თავიდანვე გავიაზრე – „კუნძული“ იქნებოდა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა… მიხვდი იმასაც, რომ ჩემს ძვირფას გულშემატკივრებს მიეცემოდათ საშუალება დაენახათ მათი ნანუკა სულ სხვა კუთხით! ამიტომაც დავთანხმდი ამ პროექტში მონაწილეობას.იმედი მაქვს გავამართლებ, პირველ რიგში, ჩემი ოჯახის წევრების და ჩემი მოკეთეების მოლოდინებს!“, – ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი.

nanuka gulua

ტაბლოიდი 1692556428

ნანუკა გულუამ მეორე შვილის სახელი უკვე შეარჩია - ნახეთ, რას არქმევს ის პატარას

როგორც იცით, მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა მეორე შვილს ელოდება, ბავშვის სქესი ცოტა ხნის წინ გაამხილა - გოგონას შემდეგ მას ვაჟი ეყოლება.ნანუკას გამომწერები დაინტერესდნენ, როდის ელოდება მეორე შვილს და სახელი შეარჩიეს თუ არა უკვე მშობლებმა.მისი თქმით, პატარას ნოემბერში ელოდება და სახელიც შერჩეული აქვთ.„იკუნას ვარქმევთ“, – წერს ნანუკა.ასევე ნახეთ:„დიახ, მე სრულად შევცვალე ჩემი სცენარი“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილიროგორ მიულოცა ნანუკა სტამბოლიშვილმა მეუღლეს დაბადების დღეVIDEO: რა შემთხვევაში არ მოიმატებთ წონაში, თუ 6 საათის შემდეგ შეჭამთ - გიორგი ღოღობერიძის რჩევა

ხათუნა ნოელი

ჰოროსკოპი 1692552727

VIDEO: „მნიშვნელოვანი საქმეები დროულად მოაგვარეთ“ - ასტროლოგის გაფრთხილება

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას უზიარებს.ვრცლად ⇓ასევე ნახეთ:ვიქტორ სანიკიძე მეორე ვაჟის მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს„დიახ, მე სრულად შევცვალე ჩემი სცენარი“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილიროგორ მიულოცა ნანუკა სტამბოლიშვილმა მეუღლეს დაბადების დღე

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1692546121

„დიახ, მე სრულად შევცვალე ჩემი სცენარი“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი Instagram-ზე ქალებს მიმართავს.„რატომ შევიცვალე? დიახ, მე სრულად შევცვალე ჩემი სცენარი ზედმეტი ბედნიერების გამო, ძვირფასებო! ეს მე მეკუთვნის, ნამდვილად დავიმსახურე. სამყარომ ჩემი მოთმინებისთვის დამაჯილდოვა. გახსოვდეთ, დათესეთ ბევრი სიკეთე და ერთ დღეს განათდება ცა. დედამიწა თქვენს გარშემო დაიწყებს ბრუნვას. უსასრულო ბედნიერებას გისურვებთ. გახსოვდეთ, თქვენ შეგიძლიათ სამყაროს კანონები გადააკეთოთ და სამყაროს უთხრათ: - ახლა მე მოვდივარ!“ - წერს ნეკა დოროყაშვილი.ასევე ნახეთ:როგორ მიულოცა ნანუკა სტამბოლიშვილმა მეუღლეს დაბადების დღე„ოო, რა მოხდა, ძაღლია რაა, ადამიანები კვდებიან“ - ეს გამოთქმა დაივიწყეთ!“ - რას წერს ლენუკა ყიფშიძე

ნანუკა სტამბოლიშვილი

ტაბლოიდი 1692543006

როგორ მიულოცა ნანუკა სტამბოლიშვილმა მეუღლეს დაბადების დღე

ნანუკა სტამბოლიშვილის მეუღლე იუბილარია. მსახიობი მეუღლეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.„35.. საუკეთესო წელი მინდა ვუსურვო ჩემს ძვირფას მეუღლეს“. – წერს ნანუკა სტამბოლიშვილი.ასევე ნახეთ:მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლარატომ უნდა ამოატრიალოთ გარეცხვის წინ ნივთები უკუღმა პირზე - რჩევავერ შევცვლით იმას, რაც უკვე მოხდა... ჩვენთვის ეს იყო სტიქიური უბედურება - რას წერს ზაზა მესხის ყოფილი ცოლი