ზაზა თელია

საზოგადოება 1772647963

ომეგა 3 არ ამცირებს სიმსივნის, დიაბეტის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს - ზაზა თელია

ექიმი დერმატოლოგი, ზაზა თელია პოდკასტს „სფეროს" სტუმრობდა, სადაც არაერთ საინტერესო თემას შეეხო, მათ შორის ომეგა 3-ის მოხმარებას. „კვლევებმა ვერცერთი მიმართულებით ვერ აჩვენა, რომ ომეგა 3 დაავადებების რისკებს ამცირებს. როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსივნე, დიაბეტი და სხვა დაავადებები და პრობლემები",- ამბობს ზაზა თელია.  

ომეგა-3

ჯანდაცვა 1771778237

ზაზა თელია ომეგა 3-ის შესახებ გავრცელებულ მითს არღვევს

ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია პოდკასტში ომეგა  3 შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო დროინდელმა ყველაზე სანდო კვლევებმა ამ დანამატის განსაკუთრებული სარგებელი ვერ დაამტკიცა.„ომეგა 3-ის ისტორია ესკიმოსებზე დაკვირვებიდან მოდის. ისინი უპირატესად თევზს და შესაბამისად, ომეგა 3 მოიხმარდნენ. ზედაპირული დაკვირვება მოახდინეს, რომ რაღაც ტიპის დაავადებები მათთან ნაკლებად იყო გავრცელებული. აქედან დაასკვნეს, რომ ესე იგი ამაში კარგი გაგებით „დამნაშავე“ ომეგა 3 იყო. თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა ვერცერთი მიმართულებით ვერ აჩვენა, რომ ომეგა 3 დაავადებების რისკებს ამცირებს. როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსივნე, დიაბეტი და სხვა დაავადებები“  - ამბობს ექიმი.

ზაზა თელია

საზოგადოება 1771527706

ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ფატალური შედეგი… – ზაზა თელიას გაფრთხილება

ექიმი-დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც ორი ნივთიერების ურთიერთქმედების დროს მოსალოდნელ შედეგებს ეხება.პოსტს უცვლელად გთავაზობთ:„Chromium (ქრომი) - ერთ-ერთი მიკროელემენტი რომელიც უხშირესად გვხვდება საკვებ დანამატებში და პოლივიტამინებში.საკვებ დანამატებს ხშირად ისე იღებენ, რომ არც აკვირდებიან შემადგენლობას, რომელიც ისედაც შესაძლებელია იყოს არაზუსტი, არასწორი (mislabeled)სამეცნიერულ მტკიცებულების სწრაფი მიმოხილვა:ქრომს არ აქვს ეფექტი სხეულის კომპოზიციაზე, აღნაგობაზე როდესაც ის მიღებულია დანამატის სახით.ანუ წონის კლების მიზნით როცა გინიშნავენ არაეფექტურია.გარდა ამისა არსებობს სერიოზული შეშფოთება მისი ორგანიზმში დაგროვების გამო პოტენციური გვერდითი ეფექტების გამოწვევის მხრივ, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოხმარების დროს.გვერდითი ეფექტები: ხელს უშლის რკინის მეტაბოლიზმს და თუთიის შეთვისებას, ხანგრძლივი მოხმარება დაკავშირებულია სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, მათ შორის - ანემია, ქრომოსომული დაზიანება, კოგნიტური უნარის გაუარესება, ინტერსტიციალური ნეფრიტი, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, კანკალი, უძილობა.კომერციულად აკრძალულია მისი წარმოება ეფედრინთან ერთად, რადგან კომბინირებულად მიღებულმა დაბალმა დოზებმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ინსულტი და სიკვდილი.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - მაგალითად ადამიანი რომელიც იღებს რომელიღაც სტიმულანტს, ენერგიის გასაუმჯობესებელ საშუალებას - მასში შესაძლოა შედიოდეს ეფედრინი და თუ ის ამის გარდა კიდევ იღებს რომელიმე სხვა დანამატს ან ვიტამინებს - მათში შეიძლება ასევე შედიოდეს ქრომი.  ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ გამოიწვიოს სიკვდილი“.- წერს ზაზა თელია.

შეყვარებული წყვილი

საზოგადოება 1771522855

რატომ იმატებენ წყვილები ქორწინების შემდეგ წონაში - ექიმის განმარტება

დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ქორწინების შემდეგ წონაში მომატების შესაძლო მიზეზებზე საუბრობს.მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ცხოვრების წესის ცვლილებაა. ქორწინებას ხშირად მოაქვს სტაბილურობისა და კომფორტის შეგრძნება, რაც ზოგ შემთხვევაში ფიზიკური აქტივობის შემცირებას და ფიტნეს-რუტინის დარღვევას იწვევს. ასევე მნიშვნელოვანია გაზიარებული კვების ჩვევები — განსაკუთრებით საღამოს საათებში საკვების მიღება და უმოძრაო ცხოვრების წესი.ზაზა თელია ყურადღებას ამახვილებს სოციალურ ფაქტორებზეც: ახალდაქორწინებულ წყვილებს ხშირად აქვთ სტუმრობა და სოციალური შეკრებები, რაც საკვებისა და ალკოჰოლის მიღების ზრდასთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, წონაზეც აისახება. მისივე შეფასებით, მამაკაცები ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაზე, მაშინ როცა ქალები უფრო მეტად ცდილობენ მიმზიდველობის შენარჩუნებას.ექიმი ასევე საუბრობს ჰორმონალურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ე.წ. „ბედნიერი წონა“ — როდესაც ქორწინებასთან დაკავშირებული კმაყოფილება და ემოციური სიმშვიდე წონის მატებას უწყობს ხელს — ერთ-ერთი შესაძლო ახსნაა. სტრესის შემცირებაც შესაძლოა გავლენიანი იყოს, რადგან სტრესი ზოგ შემთხვევაში წონის კლებასთან ასოცირდება. 

დერმატოლოგი

რჩევები 1771348078

ზაზა თელიას საგანგებო გაფრთხილება - „სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკიც იზრდება“

„კრეატინი არ არის დანამატი, რომელიც არის უსაფრთხო“– ამის შესახებ პოდკასტში Sphero-სფერო, ექიმმა-დერმატოლოგმა, ზაზა თელიამ განაცხადა.ექიმი ინტერვიუს სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს უზიარებს და წერს:„არამარტო თირკმლის და ღვიძლის დაავადებების რისკი მატულობს, არამედ სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკიც, შესაბამისად ვერ იქნება უსაფრთხო დანამატი კრეატინი, იმის მიუხედავად რომ მეთოდოლოგიურად გაუმართავი ერთი მეტა-ანალიზი მის უსაფრთხოებას ირწმუნება“ – წერს ზაზა თელია. 

ზაზა თელია

საზოგადოება 1771257256

კანზე გამოვლენილი ნიშნები, რომლებიც მიგახვედრებთ, რა დაავადებაზე და რომელ ექიმს უნდა გაესინჯოთ - ზაზა თელია ასახელებს

დერმატო-ვენეროლოგმა, მედიცინის დოქტორმა ზაზა თელიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა იმ კანის ნიშნებზე, რომლებიც შესაძლოა ორგანიზმში ქოლესტერინის მომატებულ დონეზე მიუთითებდეს.სპეციალისტის განმარტებით, გარკვეული დერმატოლოგიური ცვლილებები ხშირად სიგნალია, რომ პაციენტმა ლიპიდური სპექტრი უნდა გადაამოწმოს.ქსანთომა — ეს არის ლოკალიზებული ცხიმოვანი წარმონაქმნი, რომელიც კანქვეშ ან მყესებზე ჩნდება. მყესზე არსებული ქსანთომა შესაძლოა მოძრაობის შეზღუდვის მიზეზიც გახდეს. ექიმის თქმით, ქსანთომების არსებობა ეჭვს აჩენს, რომ ორგანიზმში ქოლესტერინის დონე ხანგრძლივად არის მომატებული, რადგან მათი განვითარება, როგორც წესი, სწორედ ქრონიკულ ჰიპერქოლესტერინემიას უკავშირდება.ქსანთელაზმა — ე.წ. ბრტყელი ქსანთომა, რომელიც ქუთუთოებზე მოვარდისფრო ან მოყვითალო წარმონაქმნების სახით ვლინდება. ქსანთელაზმაც შეიძლება მიუთითებდეს ლიპიდური ცვლის დარღვევაზე და ქოლესტერინის მომატებულ დონეზე.ფსორიაზი — მიუხედავად იმისა, რომ ფსორიაზი პირდაპირ არ არის დაკავშირებული ქოლესტერინის მატებასთან, მაღალი ხარისხის კვლევები მიუთითებს გარკვეულ კავშირზე ამ ორ მდგომარეობას შორის. ზაზა თელიას თქმით, ფსორიაზის გამწვავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჭარბი წონა და სიმსუქნეა, ხოლო პირველ ადგილზე თამბაქოს მოხმარება სახელდება. შესაბამისად, ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებს რეკომენდებულია თამბაქოსგან თავის შეკავება და სხეულის მასის ნორმალიზება.ქოლესტერინის ემბოლიზმი — მდგომარეობა, როდესაც ქოლესტერინის კრისტალები არტერიებში გროვდება. თავდაპირველად ზიანდება მსხვილი არტერიები, შემდეგ კი პროცესი უფრო წვრილ სისხლძარღვებზე ვრცელდება, რაც მათ დახშობას იწვევს. შედეგად ირღვევა ქსოვილების სისხლით მომარაგება. ექიმის თქმით, ეს შეიძლება გამოვლინდეს ქვემო კიდურების წყლულებით, კანის ფერის ცვლილებით, განგრენით და მძიმე შემთხვევებში — კიდურის ამპუტაციის საჭიროებითაც. ერთ-ერთი სიმპტომია ლურჯი ფერის თითები, რაც სისხლის ნაკადის დარღვევაზე მიუთითებს. მსგავსი ცვლილებები შესაძლებელია ხელის მტევნებზეც გამოვლინდეს.რეტიკულარული ლივედო — მოლურჯო-მოწითალო, ბადისებრი შეფერილობა კანზე, რომელიც ხშირად ქვემო კიდურებზე, დუნდულებზე ან გენიტალიების არეში ჩნდება. ექიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეტიკულარული ლივედო ავტომატურად არ ნიშნავს ქოლესტერინის მომატებას, რადგან მას შესაძლოა გენეტიკური საფუძველიც ჰქონდეს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია დამატებითი კვლევების ჩატარება, რადგან კავშირი მომატებულ ქოლესტერინთან შესაძლებელია არსებობდეს.სპეციალისტი მოსახლეობას მოუწოდებს, კანის მსგავსი ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ შესაბამისი კვლევები, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო გართულებები.

ზაზა თელია

საზოგადოება 1770923683

„ეს ვიტამინი მართლა ატომური ბომბია... ეს ანოტაციაში არ უწერია...“ - ზაზა თელიას გაფრთხილება

„არსებობს გარკვეული ტიპის საკითხები, რომლებიც იძლევა აკნეს პროვოცირებას“, – ამის შესახებ ექიმმა, ზაზა თელიამ „კოტcast“- ში ისაუბრა.დერმატოლოგმა განმარტა, რა იწვევს აკნეს: „არსებობს გარკვეული ტიპის საკითხები, რომლებიც იძლევა აკნეს პროვოცირებას. მაგალითად პაციენტმა იმკურნალა, წლების განმავლობაში ყველაფერი კარგად ჰქონდა და უცებ მისცა რეციდივი, რომელიც არ ექნებოდა, რომ მაგალითად არ მიეღო ვიტამინები, დანამატები.ბევრი მათგანი აპროვოცირებს აკნეს, მაგრამ მათ შორის ბომბია B12, მართლა ატომური ბომბია და ასეთი პაციენტები არიან უამრავი, რომელთაც საერთოდ არ ჰქონიათ აკნე და მიიღო თერაპიული მიზნით B12 ვიტამინი და დაეწყო აკნე. B12 და ბეტამეტაზონი ერთად თუ ვთქვი, რომ B12 ატომური ბომბიათქო, ეს არის 100 მაგი ატომური ბომბი. B12 ვიტამინს ეს ანოტაციაში არ უწერია“, – ამბობს ზაზა თელია. 

ზაზა თელია

საზოგადოება 1770842079

„ლაბორატორიული ანალიზები ინიშნება მხოლოდ მაშინ, როცა ეს ნამდვილად აუცილებელია და არა მეზობლის ან მეგობრის გამოცდილებით“ - ზაზა თელია

დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მედიკამენტ Isotretinoin-ზე წერს და საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.პოსტს უცვლელად გთავაზობთ:„ძვირფასო პაციენტებო, როდესაც მედიკამენტს გინიშნავთ კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ, ლაბორატორიულ ანალიზებსაც გინიშნავთ მე თუ ამის საჭიროება არსებობს და არა მეზობელი, მეგობარი, ფარმაცევტი თუ სხვა პაციენტი თავისი პირადი გამოცდილებით!!!Isotretinoin და ლაბორატორიული მონიტორინგი მკურნალობის პერიოდში - საჭიროა თუ არა?წლების განმავლობაში დღემდე პაციენტს რომელიც ამ პრეპარატით მკურნალობაზე იმყოფება ხშირ შემთხვევაში, როგორც წესი ტრიგლიცერიდებისა და ღვიძლის ფუნქციების რუტინულ, ყოველთვიური მონიტორინგის რეკომენდაციას აძლევენრა სამეცნიერო მტკიცებულებაზეა დაფუძნებული ეს რეკომენდაცია?ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ 1983 წელს ამ პრეპარატის (Roaccutane) ორიგინალური ლიცენზია სხვადასხვა ავტორების (მეცნიერები) რეკომენდაციაზე დაფუძნებით ლაბორატორიული მონიტორინგისკენ მიუთითებდამომავალ წლებში უკვე სულ უფრო მცირე რაოდენობის მეცნიერი მიუთითებდა ლაბორატორიულ მონიტორინგსჩატარდა რენდომიზებული კლინიკური კვლევების, კოჰორტული კვლევების, ქეის რიპორტების (case reports), case series, მონაცემთა ბაზების, გაიდლაინების - სისტემური მიმოხილვა და კრიტიკული ანალიზი (critical appraisal)ჯამში - 407 papers (მონაცემი), შესწავლილ იქნა 125 papers - 4 სხვადასხვა სექციადმიღებული მონაცემები:საერთო ჯამში გვერდითი ეფექტები დაფიქსირებულ იქნა ძალიან იშვიათად - 10 000 პაციენტიდან

დერმატოლოგი

საზოგადოება 1770057496

„ქავილი, კანის დაჭიმულობა...“ - ზაზა თელიას განმარტავს, როგორი მეჭეჭებია საშიში და რის გაკეთება არ შეიძლება

მეჭეჭები, როგორც წესი სახესა და ხელებზე ჩნდება. მაგრამ, ასევე, შეიძლება, ნებისმიერ ადგილზე გამოჩნდეს. წარმონაქმნების მიზეზი პაპილომა ვირუსია, რომელიც დაავადებულ ადამიანთან კონტაქტისას ან საერთო ნივთების ქონის შემთხვევაშია გადამდები.დაავადების სიმპტომები ქავილი, წარმონაქმნები, კანის დაჭიმულობაა, რაც პაციენტისთვის ძალიან შემაწუხებელია. ასეთ დროს თვითმკურნალობას ხშირად მიმართავენ. თუმცა, სპეციალისტები ხალხური მეთოდის გამოყენებას არ მიესალმებიან. თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს: 

ზაზა თელია

რჩევები 1769978104

ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ფატალური შედეგი... - ზაზა თელიას გაფრთხილება

ექიმი-დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს ავრცელებს.„Chromium (ქრომი) - ერთ-ერთი მიკროელემენტი რომელიც უხშირესად გვხვდება საკვებ დანამატებში და პოლივიტამინებში.საკვებ დანამატებს ხშირად ისე იღებენ, რომ არც აკვირდებიან შემადგენლობას, რომელიც ისედაც შესაძლებელია იყოს არაზუსტი, არასწორი (mislabeled)  სამეცნიერულ მტკიცებულების სწრაფი მიმოხილვა: ქრომს არ აქვს ეფექტი სხეულის კომპოზიციაზე, აღნაგობაზე როდესაც ის მიღებულია დანამატის სახით.ანუ წონის კლების მიზნით როცა გინიშნავენ არაეფექტურია.გარდა ამისა არსებობს სერიოზული შეშფოთება მისი ორგანიზმში დაგროვების გამო პოტენციური გვერდითი ეფექტების გამოწვევის მხრივ, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოხმარების დროს. გვერდითი ეფექტები: ხელს უშლის რკინის მეტაბოლიზმს და თუთიის შეთვისებას, ხანგრძლივი მოხმარება დაკავშირებულია სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, მათ შორის - ანემია, ქრომოსომული დაზიანება, კოგნიტური უნარის გაუარესება, ინტერსტიციალური ნეფრიტი, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, კანკალი, უძილობა. კომერციულად აკრძალულია მისი წარმოება ეფედრინთან ერთად, რადგან კომბინირებულად მიღებულმა დაბალმა დოზებმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ინსულტი და სიკვდილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ -მაგალითად ადამიანი რომელიც იღებს რომელიღაც სტიმულანტს, ენერგიის გასაუმჯობესებელ საშუალებას - მასში შესაძლოა შედიოდეს ეფედრინიდათუ ის ამის გარდა კიდევ იღებს რომელიმე სხვა დანამატს ან ვიტამინებს - მათში შეიძლება ასევე შედიოდეს ქრომი  ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ გამოიწვიოს სიკვდილი“ - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

ზაზა თელია

საზოგადოება 1769794242

ზაზა თელია ასახელებს ჯანმრთელობის 9 პრობლემას, რომელსაც სტრესი იწვევს

რა ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა - დერმატოლოგმა ზაზა თელიამ, ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" დილის გადაცემაში ისაუბრა.მან აღნიშნა, რომ ორი ტიპის სტრესი არსებობს და განმარტა, თუ რას იწვევს თითოეული მათგანი და როგორ მოქმედებს ეს ადამიანის ორგანიზმზე.სტრესი არსებობს ორი ტიპის - მწვავე და ქრონიკული. მწვავე სტრესი არ გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, ეს არის ნორმალური, ფიზიოლოგიური, ორგანიზმის ადაპტაციური პასუხი, რომ რაღაც სტრესულ სიტუაციაზე, ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს. ხოლო, თუ ვსაუბრობთ ქრონიკულ სტრესზე, რომელიც მუდმივად მეორდება, ამას მივყავართ თითქმის ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემის დაზიანებისკენ.აღქმული საფრთხის წინაშე, ორგანიზმი ააქტიურებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას და ამის კვალდაკვალ გამოიყოფა ჰორმონი - ადრენალინი, ანუ ეპინეფრინი და ე.წ. სტრესის ჰორმონი კორტიზოლი. სწორედ ეს ორი ჰორმონია პასუხისმგებელი იმაზე, რომ სტრესული სიტუაციის დროს, ორგანიზმი რეაგირებს და ეს თუ სისტემატურად გრძელდება, ამას უკვე მივყავართ სხვადასხვა ორგანოს ჩართულობაზე, ანუ დაზიანებაზე.სიმპათიკურ ნერვული სისტემის გააქტიურებით იმატებს გულისცემა, არტერიული წნევა, სუნთქვის სიხშირე. ეს სტრესული სიტუაციაში თანამდევი პროცესია.  სტრესს ყველაფერზე აქვს გავლენა, მაგრამ მათ შორის ყველაზე ყურადსაღებია:1. გულ-სისხლძარღვთა სისტემა - ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება ხელი შეიწყოს გულის სხვადასხვა დაავადებას და ასევე ინსულტის განვითარებას.2. სასუნთქი სისტემა - სუნთქვის გახშირება, ქოშინი. სტრესი ასთმის  გამწვავების ერთ-ერთი მაპროვოცირებელია.3. კუნთოვანი სისტემა - სტრესის დროს კუნთების დაძაბულობა ჩვეულებრივი მომენტია.4. კუჭ-ნაწლავის სისტემა - სტრესმა შეიძლება ხელი შეუშალოს საჭმლის მონელებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის ტკივილი, გულისრევა, დიარეა ან ყაბზობა. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და წყლულები.5. ენდოკრინული სისტემა - ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება დაარღვიოს ჰორმონების ბალანსი. იმოქმედოს რეპროდუქციულ სისტემაზე, მეტაბოლიზმზე და იმუნურ ფუნქციაზე. კორტიზოლის მუდმივმა გამოყოფამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა.6. იმუნური სისტემა - სტრესმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს იმუნურ სისტემაზე, რაც ორგანიზმს უფრო მგრძნობიარეს გახდის ინფექციების მიმართ7. ნერვული სისტემა  -  სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დაღლილობა და კონცენტრაციის გაძნელება. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, როგორიცაა- შფოთვა და დეპრესია.8. რეპროდუქციული სისტემა -  სტრესმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ჰორმონების დონეზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქალებში მენსტრუაციის დარღვევა და მამაკაცებში სპერმის გამომუშავების შემცირება. მას ასევე შეუძლია შეამციროს სექსუალური სურვილი, მოთხოვნილება.9. კანი - სტრესმა შეიძლება გაამწვავოს კანის დაავადებები - ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი.

ზეთიო

საზოგადოება 1769793874

დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად - ექიმის რეკომენდაცია

კვლევებზე დაყრდნობით, დერმატოლოგი ზაზა თელია ასახელებს ზეთს, რომელიც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა.მისი თქმით, ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის.   ის უპირატესად შედგება მონო-გაუჯერებელი ცხიმისგან - 73%, პოლი-გაუჯერებელი - 11%, გაჯერებული ცხიმები - 14%.„არსებობს მითი რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონო-გაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა "ძლიერი შეწვა".მრავალი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“