გიორგი ფხაკაძე

ტაბლოიდი 1713782951

VIDEO: „იყო დრო, როდესაც საჭმლის ფულიც არ მქონდა, სახლში ჩავდე ყველაფერი. დანა-ჩანგალიც კი არ მაქვს თბილისში ნაყიდი“ - როგორ სახლში ცხოვრობს გიორგი ფხაკაძე

როგორ სახლში ცხოვრობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე – მსახიობი გოგოლა კალანდაძე მას საკუთარ სახლში ესტუმრა.„ეს არის ჩემი რეზიდენცია. თუ ვინმეს აინტერესებს როგორი გემოვნება აქვს გიორგი ფხაკაძეს და როგორი სტრატეგიული დაგეგმარება შეუძლია, უნდა ნახოს ეს სახლი. იყო დრო, როდესაც საჭმლის ფულიც არ მქონდა, სახლში ჩავდე ყველაფერი. ამ სახლში მთელი მსოფლიოს ნივთებია თავმოყრილი. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, მთელი მსოფლიოდანაა ჩამოტანილი. ალბათ 10 კონტეინერით ჩამოვიტანე ნივთები, დანა-ჩანგალიც კი არ მაქვს თბილისში ნაყიდი“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე. 

წვიმა

საზოგადოება 1710494551

დღეს საღამოს ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 მარტს დღის ბოლომდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის ბოლოდან კი 18 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს.ინფორმაციის თანახმად, თბილისში 16 მარტს გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება, ხოლო 17 და 18 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16 მარტიდან 17 მარტის დილამდე იწვიმებს, 18 მარტს კი გამოიდარებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 16-ში კი გაწვიმდება. 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი იქნება. 16 მარტს გაწვიმდება, 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 16 მარტს კი მოთოვს. 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 15 მარტს უნალექო, ხოლო 16-17 მარტს ზოგან წვიმიანი და ქარიანი ამინდი იქნება. 18 მარტს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 16 მარტს კი გაწვიმდება. 17-18 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 მარტს ზოგან იწვიმებს. 18 მარტს გამოიდარებს. ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.ასევე წაიკითხეთ:„100 კაციდან ორი კვდება”- გიორგი ფხაკაძე საგანგაშო მიმართვას ავრცელებს„ის მოიზიდავს სიმდიდრეს და არ დაუშვებს თქვენი ჯიბის დაცარიელებას“ - რა უნდა ატაროთ მარჯვენა ჯიბით, რომ ფული არ გამოგელიოთ

გიორგი ფხაკაძე

საზოგადოება 1710484755

„100 კაციდან ორი კვდება”- გიორგი ფხაკაძე საგანგაშო მიმართვას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას.'ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა. 100 კაციდან 2 კვდება. ეს არის მეცნიერული სტატისტიკა. ამ ოპერაციას გააჩნია პრობლემები: – ის ვიტამინები, რკინები და მინერალები, რაც უნდა მიიღოს ორგანიზმმა, კუჭიდან ვერ ხდება მისი ათვისება. ამიტომ უწევთ ნემსების გაკეთება…არავინ ამბობს, რამდენად საშიშია ეს ოპერაციები...“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.ნახეთ, ვიდეო: 

გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვა 1704473819

“კოვიდის ახალმა ვარიანტმა იფეთქა…”- გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი ვარიანტის – JN.1-ის მსოფლიოში საგანგაშოდ სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს.როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, აღნიშნულმა ვარიანტმა „უკვე იფეთქა და აშშ წალეკა“.„ვამბობდი, გაფრთხილებდით, მაგრამ ვინ გისმენს? ლანძღვა-გინების გარდა რომ არაფერი ვიცით, იფეთქა, ჩემო ბატონებო, დიახ იფეთქა, კოვიდის ერთ-ერთმა ახალმა ვარიანტმა – JN.1-მა. ეს არის კოვიდის გაუმჯობესებული ვერსია.როდესაც თავი ამოყო, გეუბნებოდით, ფრთხილად იყავით, რაღაც ვერ არის ეს ტიპი მაგრად-მეთქი.ძირითადად, ბავშვებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ებრძვის და ძალიან, ძალიან გადამდებია. მთელი აშშ უკვე წალეკა, ამერიკის 6 შტატში უკვე სავალდებულოა პირბადეები. იტალიაში უმძიმესი მდგომარეობაა.რა შეიძლება გაკეთდეს? საქართველოში ვაქცინები არ გვაქვს.ფხაკაძის გარდა ამის მთქმელი კაციშვილი არ არის, ყველა არის სოროში ჩათრეული. „რეიტინგებიო“ და რაღაც, რეიტინგებსაც დავაყარე მიწა და ყველაფერს, ადამიანებს უნდა უთხრა, რაც არის პრობლემა და პრობლემა არის ძალიან დიდი, იფეთქა და ისე იფეთქა, რომ ძალიან მკაცრად გვექნება საქმე.იფეთქა ისე, რომ მწარე იქნება, ამ სიმწარეს საქართველოს მოსახლეობა თებერვლის თვეში იგრძნობს, იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში უმძიმესი მდგომარეობა იქნება, ნახეთ, საავადმყოფოში ადგილები არ იქნება“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.ასევე ნახეთ:„უბრძოლველად რატომ წახვედი... ნეტა, ეს დღე არ ყოფილიყო...“ - ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდადამწვრობის ცენტრში, პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს

ბავშვი

ჯანდაცვა 1696690644

ომიკრონის შემთხვევები მატულობს - ბავშვებში თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის მომართვიანობის სტატისტიკა მომატებულია. როგორია ამ ეტაპისთვის ვირუსის მიმდინარეობა და რა რეგულაციებია ვირუსის მართვის სფეროში, ამ თემაზე ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს.- პირველ რიგში, პირადი დაკვირვების შედეგად ვამბობ, რომ კორონავირუსით მომართვიანობა ბოლო პერიოდის განმავლობაში შედარებით მომატებულია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რაც შეეხება მიმდინარეობას, ამ ეტაპზე ომიკრონის სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს. ომიკრონს ძირითადად ზემო რესპირატორული ტრაქტის დაზიანებით მიმდინარე სიმპტომატიკა ახასიათებს. გამოხატულია, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირში გაჭედვა, სახსრების, კუნთების ტკივილი და 2-3 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა. თუმცა, დაბალი სუბფებრილური ტემპერატურა შეიძლება, 5-6 დღის განმავლობაშიც გაგრძელდეს.აღსანიშნავია, რომ ომიკრონის დროს უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება შემთხვევები, როდესაც ფილტვების ანთება და სუნთქვის უკმარისობაა გამოხატული. აღნიშნული გართულება, ძირითადად, ასაკოვან ადამიანებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებთან უფრო მეტად ვითარდება. ამიტომ, თუ კორონავირუსის დროს ცხელება გაგიხანგრძლივდათ, ან სუნთქვის გაძნელება აღგენიშნებათ, ბავშვთა ასაკში გამოვლინდა ტუჩ-ცხვირის მიდამოს სილურჯე, ხშირი სუნთქვა, ძილიანობა, ეს ერთ-ერთი მთავარი ნიშნებია, როდესაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და პაციენტის მდგომარეობა დროულად შევაფასოთ. დანარჩენ შემთხვევაში, ომიკრონის მართვისას სიმპტომურ მკურნალობას ვიყენებთ. კორონავირუსის დიაგნოსტირება კი ცხვირ ხახის ნაცხის ანტიგენის, ან პისიარ-ტესტის მიხედვით ხდება.- კორონავირუსის დროს საიზოლაციო პერიოდად ისევ 5 დღეა მიჩნეული? რაიმე ხომ არ შეცლილა? - ჯერჯერობით, ამ კუთხით, რაიმე ცვლილებები არ არის და არც საჭიროებაა იქიდან გამომდინარე, რომ ომიკრონის ახალ ქვეშტამებს ისეთივე მიმდინარეობა და გადამდებლობა ახასიათებს, როგორც წინა შემთხვევებს.წყარო:ასევე ნახეთ:რა უნდა ვიცოდეთ კოვიდის ახალი შტამთან, EG.5-თან საბრძოლველად – სპეციალისტების რჩევები„უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო...“ - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებსChatGPT-მ სწორი დიაგნოზი დაუსვა ბავშვს, რომელსაც 3 წლის განმავლობაში ქრონიკული ტკივილები ჰქონდა

შოთიკო საკანდელია

საზოგადოება 1695328014

„რით ვანუგეშოთ შენი დედა...“ - ახლობლები შოთიკო საკანდელიას გლოვობენ

სოციალურ ქსელში ნიდერლანდებში ისევ ქართველის მიერ მოკლულ 33 წლის შოთიკო საკანდელიას დედას, ლია დევიძეს ახლობლები სოციალურ ქსელში ამხნევებენ.„შოთიკო, კიდევ ერთი უბოროტო, წესიერი და ზრდილობიანი ბიჭი გამოაკლდა ჩვენს მარტვილს. კიდევ ერთი დედა შეიმოსა შავებით. ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს და მეგობრებს. ნათელი შოთი შენს სულ",- წერს ახლობელი.შოთიკომ მარტვილის მეორე საჯარო სკოლა დაამთავრა და მერე თბილისში იყო.იყო უნიჭიერესი", - გვიყვება ახლობელი.ნიდერლანდების პოლიცია კი ამ დრომდე 28 წლის თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელმაც შოთიკო საკანდელიას ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენა.უწყების ცნობით, შემთხვევა სამშაბათს, 19 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.ცნობილია, მხოლოდ ის რომ 33 წლის საკანდელია მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით ორივე მათგანი, ქალაქ უტრეხტში, პოკერის საერთშორისო ტურნირში მონაწილეობდნენ.შოთიკო საკანდელიას ოჯახი ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს.როდის ჩამოასვენებენ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს სამშობლოში ესეც უცნობია.ასევე ნახეთ:ნინი შერმადინის ახალ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა„საშვილოსნოს კიბოს დამარცხება შესაძლებელია“ - გიორგი ფხაკაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს„ფამფალა“, „ტონი“, „როკო“ - პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ვალუტის კურსი

ფინანსები 1695301471

დოლარის ფასი გაიზარდა - ნახეთ ახალი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6750 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0129 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8637 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8631 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.ასევე ნახეთ:ვინ და რატომ მოკლა თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარი - მეტსახელად „ბაჯაღლოს“ კრიმინალური ისტორია„საშვილოსნოს კიბოს დამარცხება შესაძლებელია“ - გიორგი ფხაკაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

giorgi pkhakadze

საზოგადოება 1695299729

„საშვილოსნოს კიბოს დამარცხება შესაძლებელია“ - გიორგი ფხაკაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:„მანდილოსნებო !!!  პაპილომას აცრა უფასო გახდა 45 წლამდე ასაკის ქალებისთვის და 26 წლამდე კაცებისთვის საშვილოსნოს კიბოს დამარცხება შესაძლებელია“,- წერს გიორგი ფხაკაძე. ასევე ნახეთ:„ფამფალა“, „ტონი“, „როკო“ - პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ - ბრალი დაუსწრებლად წარედგინაVIDEO: „3000 ჩამირიცხეთ მეო, სიმონ...“ - „ფამფალასა“ და კიდევ სხვა პირების საქმის გარჩევის ფარულ ჩანაწერს შსს ავრცელებს

skola

რჩევები 1694704768

ბევრ ბავშვს უჭირს  შეგუება - როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის

პირველად ბავშვის სკოლაში მიყვანა მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც მოსწავლისთვის, ასევე ოჯახისთვისაც. მშობლებმა უამრავ დეტალს უნდა მიაქციონ ყურადღება. ბევრ ბავშვს უჭირს  შეგუება. ნახეთ, როგორ უნდა დაეხმაროს ბავშვს ოჯახი– სასურველია ბავშვს წინასწარ ვანახოთ მისთვის შერჩეული სკოლა, სადაც ის სწავლას დაიწყებს. ზოგიერთ სკოლას აქვს ტრადიცია სწავლის დაწყებამდე მიიწვიოს მშობლები და ბავშვები, სადაც ერთად მოინახულებენ სასწავლო გარემოს, გაეცნობიან პედაგოგებს და თანაკლასელებს;– სკოლის დაწყებამდე შეგიძლიათ ბავშვს წაუკითხოთ და დაათვალიერებინოთ  სკოლაში წასვლასთან დაკავშირებული ლიტერატურა, რომელიც დაგეხმარებათ მასთან დიალოგის წარმართვაში. აქვე, მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილების გაზიარება პოზიტიური კუთხით, თუ როგორ გაუმკლავდით გამოწვევებს;– შეეცადეთ ბავშვს წინასწარ გააცნოთ სკოლის რუტინა, როგორიცაა მაგალითად გაკვეთილების ცხრილი და მათთვის ახალი აქტივობები (გაკვეთილებს შორის დასვენებები; კვების დრო და პირობები; ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები; რა შემთხვევაში მიაკითხოს სკოლის პედიატრს და ა.შ.);– სკოლის დაწყებამდე მიუახლოვეთ ბავშვის ყოველდღიურობა სკოლის რუტინას. ასწავლეთ, რომ დილით სკოლაში წასვლას სჭირდება დაგეგმვა, როგორიცაა დროულად გაღვიძება, პირადი ჰიგიენა, საუზმე, საჭირო ნივთების მოწესრიგება, სამოსის შერჩევა და დღის აქტივობების განრიგის გაცნობა, რაშიც თქვენი ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია;– იმისათვის, რომ თქვენმა შვილმა უკეთ გაითავისოს მოსწავლის როლი, შეგიძლიათ ამ პროცესს მისცეთ თამაშის სახე და შესთავაზოთ სოციალურ-როლური თამაშები, როგორიცაა მაგალითად ,,სკოლობანა’’. ეს პროცესი თქვენც დაგეხმარებათ, დაინახოთ ბავშვის რეალური მოლოდინები და მისი მზაობა გახდეს სკოლის მოსწავლე. ასევე, შეგიძლიათ ბავშვს სთხოვოთ მოირგოს მასწავლებლის როლი. მის თამაშზე დაკვირვება გიკარნახებთ, რა მოლოდინები აქვს მას ზოგადად პედაგოგის მიმართ და როგორი წარმოუდგენია იგი. თუ მის წარმოდგენაში პედაგოგი ასოცირდება არასასიამოვნო ემოციებთან და შფოთთან, იყავით ყურადღებით, იზრუნეთ ამ დამოკიდებულების შეცვლაზე და ასწავლეთ, როგორ მიმართოს მას დასახმარებლად;– დაეხმარეთ თქვენ შვილს შეარჩიოს რაიმე ნივთი, რომელიც ასოცირდება სახლთან და წაიღებს სკოლაში. ეს შესაძლებელია იყოს მშობლების ფოტო, რაიმე სათამაშო ან ნებისმიერი მისთვის საყვარელი ნივთი, რომელიც მასში იწვევს დაცულობის შეგრძნებას;– სკოლისათვის საჭირო ნივთები და ტანსაცმელი აუცილებლად ბავშვთან ერთად შეარჩიეთ, ერთად წადით საყიდლებზე. ეს პროცესი ზრდის მის მზაობას სკოლისთვის. აუცილებლად ასწავლეთ ბავშვს პირადი და სხვისი ნივთების გაფრთხილება;– სკოლაში ბავშვის ადაპტაციის უნარი პირდაპირ კავშირშია მის დამოუკიდებლობის ხარისხთან, რაც გულისხმობს მის დამოუკიდებლობას კვების, ტუალეტის და ჩაცმა-გახდის დროს; წაახალისეთ და მიეცით მათ დრო ამ უნარების გამომუშავებისთვის და განსამტკიცებლად;– ითამაშეთ ბავშვთან ერთად სამაგიდო თამაშები, რომელიც მას დაეხმარება ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა რიგის დაცვა, გაზიარება, შეთანხმებების და წესების დაცვა და საკუთარი ემოციების გამოხატვა მისაღები ფორმით;– წინასწარ შეამზადეთ ბავშვი თქვენ გარეშე დამოუკიდებლად ყოფნისთვის. გაამრავალფეროვნეთ მისი სოციალური გარემო და ხელი შეუწყვეთ მისი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობას;– აუცილებლად გამოხატეთ კეთილგანწყობა პედაგოგის მიმართ თქვენი შვილის თანდასწრებით. მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ მას ტოვებთ თქვენთვის სანდო ადამიანთან, რომლის იმედიც გაქვთ;– ხელი შეუწყვეთ ბავშვის წინარე აკადემიური უნარების განვითარებას, როგორიცაა წერა, კითხვა, თხრობა და ანგარიში. მაგალითისთვის: მან უნდა იცოდეს საკუთარი სახელის წაკითხვა და დაწერა, რომ ამოიცნოს საკუთარი ჩანთა, პირადი კარადა ან სხვა ნივთი; კალმის ხელში დაჭერის უნარი; დათვლა თამაშის ფორმით, დაითვალეთ კიბის საფეხურები, მანქანის ნომრები, შენობის სართულები  და სხვა;– უმნიშვნელოვანესია ბავშვი ფლობდეს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ, კერძოდ: საკუთარი სახელი და გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი, ოჯახის წევრების სახელი/გვარი, მშობლების პროფესია და ტელეფონის ნომერი;– ასწავლეთ ბავშვს თვით-დამშვიდების სტრატეგიები. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ მოახერხოს საკუთარი ემოციების მართვა როცა რაღაც წყინს, აღელვებულია და თქვენ იმ მომენტში მის გვერდით არ ხართ. ასწავლეთ ასეთ დროს გამოიყენოს რაიმე ნივთი, მაგალითად: ჩაიხუტოს საყვარელი სათამაშო, ხელში ათამაშოს სენსორული ბურთები, დალიოს წყალი, სველი ხელსახოცით გაიწმინდოს სახე და სხვა. მნიშვნელოვანია თქვენი შვილის დამშვიდების სტრატეგიები გაუზიაროთ მის პედაგოგს;– ერთობლივად შექმენით დამშვიდობების რიტუალი. ეს შეიძლება იყოს ჩახუტება, ხელის დაქნევა, ტრიალი ან თუნდაც რამდენიმე წამიანი ხელებით თამაში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ რიტუალის თანმიმდევრული შესრულება სკოლაში მიყვანის დროს თქვენს შვილს გაუმარტივებს განშორებას და აუმაღლებს განწყობას, რაც საშუალებას მისცემს დროულად და უმტკივნეულოდ გადაერთოს სასკოლო პროცესზე.მშობლებო, ნუ დაანახებთ ბავშვებს თქვენ ღელვას და შფოთს პირველ კლასში წასვლასთან დაკავშირებით. თქვენი განწყობა მისი დამოკიდებულების პირდაპირ პროპორციულია. აგრძნობინეთ და უთხარით, რომ ენდობით მას და ყოველთვის მზად ხართ მხარდასაჭერად. გაითვალისწინეთ, რომ სკოლასთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო თითოეული ბავშვის შემთხვევაში ინდივიდუალურია და შესაძლოა ერთი დღიდან რამოდენიმე კვირამდეც გაგრძელდეს.  თუკი ბავშვი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ ახერხებს სკოლის გარემოსთან შეგუებას (შფოთავს, ტირის, არ ერთვება აქტივობებში) შეხვდით და გაესაუბრეთ სკოლის პედაგოგებსა და ფსიქოლოგს შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით.წყარო:ასევე დაგაინტერესებთ:„პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც საჯაროდ ვაფრთხილებდი მოსახლეობას „გრძელი კოვიდის“ შესახებ...“ – გიორგი ფხაკაძეხერსონის დაბომბვას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლადავით კოდუა მეუღლეს შეურიგდა? - რა ფოტოს ავრცელებს ოჯახი

ბაღი

რჩევები 1694691342

როგორ მოვამზადოთ ბავშვი ბაღისთვის ისე, რომ სტრესი არ მიიღოს - სპეციალისტის რჩევა

ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიოდნენ, უფრო უკეთ არიან მომზადებულნი სკოლისთვის და იმ თანატოლებზე უკეთ სწავლობენ, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ. თანატოლებთან ურთიერთობა და სასწავლო აქტივობა დადებითად მოქმედებს ბავშვის ემოციურ სფეროზე, ის იოლად ადაპტირდება ახალ გარემოსთან, ნაკლებად ავადმყოფობს და სწრაფად ითვისებს ახალ მასალას.იმისთვის, რომ საბავშვო ბაღში სიარულმა პატარას მხოლოდ სარგებლობა მოუტანოს, აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. ესენია ბავშვის ხასიათი, განვითარების ინდივიდუალური თავისებურებები და, რასაკვირველია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ბაღისთვის ოპტიმალური ასაკი 3 წელია, თუმცა ზოგიერთი საბავშვო ბაღში უფრო პატარაც მიჰყავთ, ეს კი შესაძლოა სტრესად ექცეს ბავშვს. ორ წლამდე ბავშვი მიჯაჭვულია დედას და ძნელად ეგუება მასთან ხანგრძლივ განშორებას. ამასთან, სპეციალისტების აზრით, ორ წლამდე ბავშვს არ აქვს უცხოებთან ურთიერთობის მოთხოვნილება, მას მშობლებთან ურთიერთობაც ჰყოფნის. სხვა ბავშვებს ორ წლამდე ასაკის პატარა დიდ თოჯინებად აღიქვამს. მაგრამ ბავშვი წამოიზრდება და თანატოლებთან თამაში უფრო და უფრო საინტერესო ეჩვენება. ამიტომ პედაგოგებსა და ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ საბავშვო ბაღისთვის ოპტიმალური ასაკი 3-დან 5 წლამდეა.როგორ მოვიქცეთ, რომ პატარა იოლად ადაპტირდეს ახალ გარემოსთან?თუ პატარა ბავშვი სადილად მხოლოდ წვნიანს ჭამს, ის გაოცდება, როცა ბაღში მეორე და მესამე კერძს შესთავაზებენ და შესაძლოა, მათზე უარი თქვას. ამიტომ რეკომენდებულია, სახლში თანდათან შევცვალოთ კვების ხასიათი.მიაჩვიეთ ბავშვი კაკაოს, კომპოტს, ყიყლიყოს - ბაღში მათ ხშირად ამზადებენ.მიაჩვიეთ დამოუკიდებლად ჭამას.ბავშვი ყველაფერს ხვდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ ხშირად მოუყვებით ბაღის შესახებ. აუხსენით, რომ იქ ყოველდღე იკრიბებიან მისი ტოლები, რათა ერთად ითამაშონ, ისეირნონ, ისწავლონ ლექსები, ხატონ, ერთმანეთს დაუმეგობრდნენ.კარგი იქნება, თუ ბაღში წინასწარ მოაწყობთ ექსკურსიას, აჩვენებთ ბავშვს, როგორ თამაშობენ პატარები, როგორი ავეჯი და სათამაშოები აქვთ.წყარო:ასევე დაგაინტერესებთ:„პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც საჯაროდ ვაფრთხილებდი მოსახლეობას „გრძელი კოვიდის“ შესახებ...“ – გიორგი ფხაკაძეხერსონის დაბომბვას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლადავით კოდუა მეუღლეს შეურიგდა? - რა ფოტოს ავრცელებს ოჯახი

მკვლელობა

მსოფლიო 1694681018

შემზარავი დანაშაული - კაცმა ბავშვები სკოლაში დატოვა, სახლში დაბრუნებულმა კი ყოფილი მეუღლე მოკლა

შემზარავი დანაშაული საბერძნეთში - 42 წლის კაცმა ბავშვები სკოლაში დატოვა, სახლში დაბრუნებულმა ყოფილი მეუღლე მოკლა.როდესაც მეზობლებმა სროლის ხმა გაიგეს, მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.ბერძნული მედიის ინფორმაციითვე, მას შემდეგ რაც მამაკაცმა გააცნობიერა რა ჩაიდინა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ასევე დაგაინტერესებთ:„პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც საჯაროდ ვაფრთხილებდი მოსახლეობას „გრძელი კოვიდის“ შესახებ...“ – გიორგი ფხაკაძეხერსონის დაბომბვას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლადავით კოდუა მეუღლეს შეურიგდა? - რა ფოტოს ავრცელებს ოჯახი

გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვა 1694680200

„პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც საჯაროდ ვაფრთხილებდი მოსახლეობას „გრძელი კოვიდის“ შესახებ...“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მორიგ მიმართვას ავრცელებს საკუთარ ფეისბუკგვერდზე და წერს, რომ ორი წლის წინ, ის პირველი იყო, ვინც მოსახლეობა საჯაროდ გააფრთხილა „გრძელი კოვიდის“ შესახებ.„14/09/2021 პირველი ვიყავი საქართველოში ვინც საჯაროდ ვაფრთხილებდი მოსახლეობას “გრძელი კოვიდის” შესახებ. სამწუხაროდ მოსახლეობა ცრუ მეცნიერებებს და შარლატან/კლოუნებს აჰყვა და შედეგსაც ვხედავთ.გრძელი კოვი და პოსტ კოვიდი უკვე გახდა ცალკე “სპეციალიზაცია” და პოსტ კოვიდური კლინიკების მომრავლება ამის დასტურია.მოუსმინეთ და დაიჯერეთ დარგის დამოუკიდებელ ექსპერტებს (ვიღაცისტები თავად იცით ვინ არიან)“, – წერს გიორგი ფხაკაძე.ასევე ნახეთ:ინტერვიუ უვადო პატიმართან, რომელმაც ციხეში ცოლი მოიყვანა და შვილიც შეეძინაVIDEO: „საავადმყოფო მორგად გადაიქცა... საშინელი ვითარებაა“ - უმძიმესი კადრები ლიბიიდან„ძალიან ცუდი სანახავია, ამაყი რომ დააბიჯებ... მიზეზი ამ სტატუსის დაწერისა, ერთი თვალცრემლიანი ადამიანია“ - ვის მიმართავს გია ჯაჯანიძე?