სულ ის გვქონდა ქართველებს „საბლატაო", რომ ქალებს ხელის გულზე ვატარებთ კაცები... - ირაკლი ლატარია

irakli

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხსა და მონასტერში 70 წლის მონაზვნის გაუპატიურების ფაქტს ეხმაურება.

"ეს რეები ხდება?
თითქოს სულ ის გვქონდა ქართველებს ,,საბლატაო", რომ ქალებს ხელის გულზე ვატარებთ კაცები თქო... მთელი მსოფლიოს ქალები ვინც გაგვიცნობდნენ, შურით ივსებოდნენ იმ ფაქტით, რომ ქართველი კაცისთვის განსაკუთრებული იყო ქალის ფენომენი და ქალთან ურთიერთობა...უკრაინაში რომ ვცხოვრობდი, ყველა ქალი ვისაც ვიცნობდი ქმრებს ეჩხუბებოდნენ, რატომ არ გევხართ ქართველ კაცებსო?

და ამ ყველაფრის ფონზე რეები ხდება?
70 წლის მონაზონი გააუპატიურესო, გავგიჟდები მალე..", - წერს ლატარია.

შეგახსენებთ, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში 70 წლის მონაზონზე იძალადეს.

შსს-მ ცხელ კვალზე 2 პირი დააკავა. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.