როდის და როგორ შეძლებთ საპენსიო ანაბრის სრულად გატანას - დეტალურად
1779567001
ბოლო დროს 18-საათიანი დიეტა ჩვენში ერთგვარად ტრენდული გახდა. ადამიანები მისი დახმარებით ცდილობენ, წონაში დაიკლონ. როდესაც ამ დიეტას ვირჩევთ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე - აღნიშნულ საკითხზე ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა „გემრიელია.ჯის“ ესაუბრა.
„თუ 18-საათიანი დიეტა დაიცავით და 21 დღის შემდეგ თავს კომფორტულად არ გრძნობთ, თავი გტკივათ, დისკომფორტი გაქვთ და შეგაწუხათ კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა, მაშინ 18-საათიანი განტვირთვა თქვენი არ არის და 16-საათიანზე უნდა გადახვიდეთ და დააკვირდეთ. თუ შემდეგი 21 დღე 16-საათიანი უზმო ინტერვალი კომფორტულია, მაშინ შეიძლება, ეს მოდელი მთელი ცხოვრება წესად აქციოთ, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ იმ 6 ან 8 საათში ჯანსაღად იკვებებით.
ხოლო თუ 16-საათიანიც გაგიჭირდებათ, მაშინ 12 საათი უზმო ინტერვალი სცადეთ. ეს არის ფიზიოლოგიური ნორმა. ამან შეიძლება წონა არ დაგაკლებინოთ, მაგრამ 12-14-საათიანი ღამის ინტერვალი, ყველა დაავადების დროს შეიძლება. 18-საათიანი განტვირთვა კი დაუშვებელია მაგალითად, მეძუძური ქალებისთვის, ორსულებისთვის, კუჭის წყლულოვანი დაავადების მქონეთათვის. თუ მაინც დაიცავთ, თქვენი მკურნალი ექიმი საქმის კურსში უნდა იყოს. განაგრძეთ კითხვა...