აშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა
1752952070
ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელმა, შალვა კიკნაძე განაცხადა, რომ ავიაკომპანიამ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით სამთავრობო პროგრამის ფარგლებში 29 ივნისს გერმანიის მიმართულებით სუბსიდირებული ფრენები დაამატა.
ამის შესახებ შალვა კიკნაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ფრენები ქალაქ კიოლნის მიმართულებით შესრულდება.
„გაფრენა თბილისიდან 29 ივნისს საღამოს 19:00 საათზე მოხდება. ასევე, კიდევ ერთი რეისია 30 ივნისს. გაფრენა თბილისიდან 04:30 საათზე. ორი რეისი, ჯამში არის, დაახლოებით 300 ადგილი. ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ დამატებით ორი, ან სამი რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება, განხორციელდეს პირველ და 2 ივლისს. საუბარია უკან დასაბრუნებელ ავიარეისებზე“, – განაცხადა შალვა კიკნაძემ.