„ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაეკეთებინა...“ - მე-7 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა

 ლუკა ჩხიკვიშვილი

ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ლუკა ჩხიკვიშვილი გარდაიცვალა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი ავრცელებს.

“ჩემი მოსწავლე, ჩემი ლუკა ჩხიკვიშვილი, უფალს ებარებოდე შვილო…” -  წერს სკოლის დირექტორი.

არსებული ინფორმაციით, ლუკამ ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.

“ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაკეთებოდა. როგორც კი შეუყვანიათ ნარკოზი, გული გაუჩერდა”, -წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.