ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე
1764618901
ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, მოსწავლემ სკოლის მერხიდან თუ არ შეიძინა ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მოგვიანებით გამოადგება პროფესიულ საქმიანობაში, სისტემა ვერ იქნება წარმატებული.
„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, წარვადგენთ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი. სკოლის მერხიდან თუ არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მას მოგვიანებით გამოადგება მის პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, მთლიანობაში სისტემა ვერ იქნება წარმატებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას. ეს დოკუმენტი მომზადდა იმავე პრინციპით, როგორც შემუშავდა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია. ძალიან მოკლედ და ლაკონიურად არის განსაზღვრული რვა ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ზოგადი განათლების სისტემა და ამის საფუძველზე არის განსაზღვრული რვა პასუხი ამ გამოწვევებზე.
მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს და მთლიანად სამინისტროს გუნდს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ კონცეფციის შემუშავებაში.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონცეფცია წარმატებით აღსრულდება და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.