იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, სოფელ კურსებში მეწყრის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა მიმდინარეობს

ლევან ზალკალიანი

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, სოფელ კურსებში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, დაზარალებულია 38 ოჯახი, 104 მოქალაქე, რომლებიც დროებით ქუთაისსა და ტყიბულში გადაიყვანეს.

„ოთხ საათზე დაიწყო მეწყრული პროცესი. მყისიერად მოხდა რეაგირება, მოსახლეობა გამოყვანილია უსაფრთხოდ. ამჟამად მიმდინარეობს აღწერა. დაზარალებულია 38 ოჯახი, 104 მოქალაქე, რომელთა განთავსება ხდება როგორც ქუთაისში, ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან საყოფაცხოვრებო და პირველადი საჭიროების ნივთებით, მედიკამენტებით. ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით ხდება მყისიერი რეაგირება“, - განაცხადა რწმუნებულმა.

ტყიბულის მერიის ინფორმაციით, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.