GWP აბონენტებს აფრთხილებს - ნახეთ რომელ უბნებს შეუწყდებათ წყლის მიწოდება

წყალი ბოთლში

19 მაისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს შეასრულებენ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ნაკადების მართვას.

კომპანიის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 მაისს, 14:00 საათიდან 20 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: მელიქიშვილის, რუსთაველის გამზირებს, კაკაბაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, პეტრიაშვილის, ნიკოლაძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, გრიბოედოვის, ბესიკის, ინგოროყვას, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, ლერმონტოვის, პუშკინის, ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის და მიმდებარე ქუჩებს, კოტე აფხაზის და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს, ოქროყანის დასახლებას.

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ფალიაშვილის, აბაშიძის, ბარნოვის, მცხეთის, კეკელიძის, ცხვედაძის, ატენის, ყიფშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ამირეჯიბის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, კოსტავას, პეკინის, დოლიძის, მგალობლიშვილის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის ქუჩებს, საირმის გორას, იყალთოს მთას, გამრეკელის, ბახტრიონის, ფანასკერტელის, თამარაშვილის, დიღმის წყლის, ფარსადანის, როსტევანის, ამბროლაურის, ვაზისუბნის, გახოკიძის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის და ბელიაშვილის ქუჩების ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, და ბალანჩინის ქუჩებს, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.