ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, "ორმხრივი ინტერესის პროექტის" სტატუსი მიანიჭა

კო

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს (BSSC), რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ "ორმხრივი ინტერესის პროექტის" (PMI) სტატუსი მიენიჭა.

როგორც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილებით, "საერთო ინტერესის პროექტებისა" (PCI) და "ორმხრივი ინტერესის პროექტების" (PMI) სტატუსი ევროკომისიამ სულ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს მიანიჭა.

სტატუსის მინიჭებას საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა ეხმაურება. მისი თქმით, ქართული პროექტისა და იდეისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება ქვეყნის დიდი გამარჯვებაა.

"დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ენერგეტიკოსს, ქართულმა პროექტმა და იდეამ: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტმა დღეს მიიღო ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის (Project of Mutual Interest (PMI)) სტატუსი!!!", – წერს დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში.

პროექტის თანახმად, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.